დღე დაიწყო ცუდი, თუმცა, მოსალოდნელი ინფორმაციით. კაცი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. კაცი, რომელსაც მბაპესთვის უნდა გაეწია კონკურენცია მილიარდერებთან წავიდა, ახლა მბაპეს და ჰოლანდს არაბული კონკურენცია აქვთ. ალბათ ელოდა კიდეც მბაპესგან პირველ ნაბიჯს, ჰოდა არ ჩანს ეს ნაბიჯი. აგენტის გარდაცვალებისგან დამწუხრებულმა ერლინგმა ნაადრევი ნაბიჯი გადადგა და ყველაფერი გაოფიციალურდა. ადრეც დაგვიწერია, რომ პარიზელებს, არაბული მმართველობის ეპოქაში ჯერ არასდროს გაუშვიათ ის ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც თავად არ სურდათ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ახერხებენ და იტოვებენ. თითქოს შეუძლებელი უნდა იყოს მბაპეს დატოვება, მაგრამ ეჭვები გაჩნდა. რა თქმა უნდა, ვარჩევდით, რომ კუნინძა წასულიყო თეთრ გზაზე და ვიკინგი მოსულიყო ჩვენთან, ახალი კლასიკოც დაიბადებოდა, მაგრამ, რადგან ერლინგი სხვა გზაზე წავიდა, კარგი იქნება თუ მბაპეც დარჩენას გადაწყვეტს.
რას ნიშნავს ყველაზე სასურველი ტრანსფერის ჩავარდნა? პირველ რიგში ნიშნავს რობერტ ლევანდოვსკის, მეორე რიგში ნიშნავს ანსუ ფატის. ერთმა მინიმუმ ორი წლით ფორვარდის პრობლემა უნდა მოხსნას, (თუ ტრანსფერი შედგა). ხოლო, მეორემ ლიდერობა ნელ-ნელა უნდა აიღოს თავის თავზე, მთელი “კამპ ნოუ” მოითხოვს ამას. როგორც დეივი ჯოუნსი ამბობდა, “მფრინავ ნიდერლანდელს” აუცილებლად უნდა ჰყავდეს წინამძღოლი, (საკუთარ ხომალდს გულისხმობდა ცხონებული), ასევეა “ბარსაც”, ამ კლუბს ყოველთვის უნდა ჰყავდეს დიდი ათიანი! აღარ დავიწყებ ახლა საიდან მოდის დიდი ათიანების დინასტია.
სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი
სიყვარულის არ ვიცი, მაგრამ თურმე ჩვენს მზის სისტემაში პლანეტები წრეზე კი არა, სპირალურად ბრუნავენ, ისტორიკოსები კი ყოველთვის ამბობდნენ ისტორიას სპირალის ფორმა აქვსო, ანუ, ბრუნავს, მაგრამ მაინც წინ მიდისო. გამახსენდა ეს ოხერი იმიტომ, რომ პირველად არ ხდება, როცა ორი ჩვენიანი ასკდება თავით ერთმანეთს, მერე ერთი საკაცით გაჰყავთ და მეორე რჩება მოედანზე. 2000 წელს იყო ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არავის ახსოვს, რადგან წარმოუდგენლად მაგარი მატჩი გამოვიდა და გასახსენებელი გახეთქილი თავების გარდაც ბევრი იყო. როგორც წესი, ამ მატჩს რივალდოს ჰეთთრიქით იხსენებენ, ორი ეშმაკური ჯარიმით, ჯერ ცოცხალ კედელს ქვემოთ, შემდეგ კი მაღალ კუთხეში, ხარიხის გავლით, ბოლოს გაფრინდა და თავით შეაგდო, მანამდე მალდინი ათრია და ტაშიც შემოაკვრევინა “მილანის” ფანებს. ასე რომ, აღარავის ახსოვს როგორ ახტა ემანუელ პეტი და ხეთქა თავი ფილიპ კოკუს, დასისხლიანდა ორივე, მაგრამ პეტი გაიყვანეს, კოკუ ბანცალებდა ტაიმის ბოლომდე და მერე ისიც გაიყვანეს. სხვათა შორის, ორივე მეტნაკლებად სწრაფად გამოჯანმრთელდა.
არაუხო შეასკდა გავის, თავად გააგრძელა მოძრაობა და სწორედ ამიტომ უფრო მეტად დაზარალდა, სჯობდა გაჩერებულიყო, ღმრად ჩაესუნთქა და ნელა ემოძრავა, სწრაფად გადაადგილებამ თავბრუ დაახვია და გაწვა მინდორზე. მაგრად კი შეგვაშინა. სამაგიეროდ, ვინი პუხივით გაგორებული გავი წამოდგა სწრაფად, გასიებული თავიც ასწია და ის შავი კაცი ვინ იყოო ამოთქვა, ვიღაცამ გლიჯა თავში და დაითესა, თურმე არაუხო ყოფილა. ასეთი დარტყმის მერე გამიკვირდა, რომ თავი არცერთს არ გაუსკდა, ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა, მაგარი თავები აქვთ ახალგაზრდებს.
როგორც ამბობენ საშიში არაფერია, მაგრამ გულის არ იყოს, თავზე ხუმრობაც არ ღირს. არ არის სიჩქარე საჭირო.
დე ჟა ვუ
უსმან დემბლემ ბოსტონის ბანკის ფილიალი გატეხა. დაიჭირა სივრცე და იმდენი პასი აკეთა სადღაც ოთხ საგოლე პასამდე უნდა ასულიყო, ზოგი შეირგეს და ზოგიც ვერა. გაიქცეოდა ფლანგზე და ცარიელ ზონაში გააგორებდა ბურთს, მესხივით, ზუსტად ისეთი პასია, სიღრმიდან გამოქცეულს რომ დარტყმა უხარია. ჯერ დეპაიმ შეირგო, მერე ობამეიანგმა. მანამდე კიდე ერთი დამოუკიდებელი გოლიც გამოაცხვეს, დეპაის აქტიურობის შემდეგ ობამ შეაგდო ძალიან კარგი და ეფექტური დარტყმით.
მეტი გოლიც შეიძლებოდა, “ბარსას” ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი სეზონის ბოლომდე, ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ ერთი სული აქვთ როდის დასრულდება დამღლელი და მეტად სანერვიულო სეზონი. ვეტერანები მომდევნო წლებზე უნდა დაფიქრდნენ, ახალგაზრდები მომავალზე, წამსვლელები სხვა გუნდებზე და ა.შ. ერთი ეგ არის, რომ ერლინგ ჰოლანდს 5%-ითაც აღარ დაველოდებით. ახლა ლევანდოვსკიზე უნდა ვიწიწკნოთ ნერვები.
გამეორება ცოდნის დედაა!!
ტერ შტეგენმა შემოგვიტია და ერთი გოლი აჩუქა მეტოქეს.
ნიჭიერმა მოსწავლემ, ერიკ გარსიამ გაიმეორა გენიალური პასი და მეორე გოლი აჩუქა “სელტას”, ოღონდ ზებუნებრივი ძალების ჩარევით ეგ გოლი არ გავიდა. “სელტას” ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს “ბარსას” საჯარიმოში კვადრატი ეთამაშათ, ეგეც ვერ ითამაშეს, მაგაშიც ვერ ივარგეს, ორი პასი გადააბეს და თავში ხელი შემოირტყეს.
გარსიას უთქვამს მატჩის მერე, – “ამ აქტის შესრულების თავიც არა აქვთ, ამ უბედურებს, საცოდავები, ეს იყო მათი ბოლო მცდელობა”, – შესაძლოა, მე მეშლება და ეს ედუარდ შევარდნაძის სიტყვებია, როცა სასწაულებრივად გადაურჩა ტერაქტს. გარსიასაც რაღაც ასეთი უთქვამს.
ასე იყო ეს ამბავი.
“სელტასთან” ისეთი მატჩები ჩაგვიტარებია, ამას ალბათ არასდროს გავიხსენებთ, ამიტომ იყოს აქ, შემოინახოს ციფრულმა მეხსიერებამ, იქნებ წლების მერე, როცა “ბარსას” ფეხბურთელები ერთმანეთს თავპირით შეასკდებიან, ვინმე ღვთისნიერმა გავისა და არაუხოს ამბავიც გაიხსენოს.
კლავიატურა))დურაკია ხავი თქო,ყველას რაღაცა უშველა,პუტჩის ტყუილად არ დატოვებს ზამენაზე..
ბოლო ტურები გამოიყვანს აწი
იმედია , ჭირდება ამ ბიჭს პრაქტიკა
აგერ, ფილოლოგი მოგმართავ.
1. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე იწერება.
2. მით უმეტეს, ცალ-ცალკე იწერება.
სწავლა არ ტეხავს. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
ხო ნუ რავიცი, ესეა არის და ცერ ყოგილხარ მთლად კარგი ფილოლოგი მაშინ.
რა თქმა უნდა.. ცალ-ცალკე და ორივე მხრიდან მძიმით იწერება.
მერე დააკვირდი როგორ მიწერია. მეორე ვარიანტში. მაგრამ ამ სტატიაში როგორც გამოიყენა, მაგ შემთხვევაში ერთად იწერება რათქმაუნდა.
რავი მე ასე ვიცი , ფაქტია ფეოლამაც და შანიძემაც ასე იცოდა , თუმცა როგორც შენ ამბობ ეგრეც სწორად უწერია.
კლავიატურა))დურაკია ხავი თქო,ყველას რაღაცა უშველა,პუტჩის ტყუილად არ დატოვებს ზამენაზე..
ბოლო ტურები გამოიყვანს აწი
იმედია , ჭირდება ამ ბიჭს პრაქტიკა
აგერ, ფილოლოგი მოგმართავ.
1. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე იწერება.
2. მით უმეტეს, ცალ-ცალკე იწერება.
სწავლა არ ტეხავს. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
ხო ნუ რავიცი, ესეა არის და ცერ ყოგილხარ მთლად კარგი ფილოლოგი მაშინ.
რა თქმა უნდა.. ცალ-ცალკე და ორივე მხრიდან მძიმით იწერება.
მერე დააკვირდი როგორ მიწერია. მეორე ვარიანტში. მაგრამ ამ სტატიაში როგორც გამოიყენა, მაგ შემთხვევაში ერთად იწერება რათქმაუნდა.
კლავიატურა))დურაკია ხავი თქო,ყველას რაღაცა უშველა,პუტჩის ტყუილად არ დატოვებს ზამენაზე..
ბოლო ტურები გამოიყვანს აწი
იმედია , ჭირდება ამ ბიჭს პრაქტიკა
აგერ, ფილოლოგი მოგმართავ.
1. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე იწერება.
2. მით უმეტეს, ცალ-ცალკე იწერება.
სწავლა არ ტეხავს. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
ხო ნუ რავიცი, ესეა არის და ცერ ყოგილხარ მთლად კარგი ფილოლოგი მაშინ.
რა თქმა უნდა.. ცალ-ცალკე და ორივე მხრიდან მძიმით იწერება.