workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კალათბურთი: ბაიერნი დამარცხებულია, წინ რეალია

კალათბურთი: ბაიერნი დამარცხებულია, წინ რეალია

ზედიზედ მეორედ მოხდა, რომ “ბარსელონამ” ევროლიგის რეგულარული სეზონი მოიგო და თითქოს ფლეი ოფშიც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ მაინც იწვალა. შარშან “ბლაუგრანას” “ზენიტთან” გაუჭირდა, წელს კი “ბაიერნთან”.

წელს “ბარსამ” რეგულარული სეზონი უფრო მარტივად მოიგო, ვიდრე შარშან. როგორც პირველ ადგილზე გასული გუნდი, “ბლაუგრანა” ფლეი ოფის უსუსტეს გუნდს, “ბაიერნს” შეხვდა. მიუნხენელები ფლეი ოფში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ ევროლიგიდან რუსული გუნდები მოკვეთეს. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ევროლიგის ფლეი ოფში რეგულარულის პირველადგილოსანი მერვეადგილოსანს გამოგდებული არასდროს ჰყავდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით “ბარსა” გამოკვეთილი ფავორიტი იყო, თუმცა კატალონიელებს აუტსაიდერ “ბაიერნთან” მაინც გაუჭირდათ.

დღევანდლამდე “ბარსელონამ” და “ბაიერნმა” ერთმანეთს 2-2 თამაში მოუგეს, გადამწყვეტი დაპირისპირება კი კატალონიაში გაიმართა.

პირველ ტაიმში გერმანული გუნდი არათუ ისევ ანგარიშგასაწევი ძალა იყო, არამედ მიუნხენელები შესვენებაზე 6 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 31-37.

გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც “ბარსამ” 14 ქულის სხვაობით, 29-15 მოიგო. ბოლო წუთებში უკვე აშკარა იყო, რომ “ბაიერნი” მეტოქეს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. საბოლოოდ თამაში 81-72 დასრულდა.

საუკეთესო “ბარსას” არგენტინელი კალათბურთელი ნიკოლა ლაპროვიტოლა იყო, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. შემდეგ მოდის ნიკოლა მიროტიჩი 20 ქულით, 5 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით.

ოთხთა ფინალში “ბარსელონას” მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება, რომელთანაც ბოლო 5 თამაში მოგებული გვაქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 04 მაი 2022, 14:56

    ციტატა: totti10

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Moriba
    დღეს სიტი რომც გავიდეს ფინალში ვერ მოიგებენ იმიტო რო არაააქვთ ის გამოცდილება და მენტალიტეტი რაც ლივერპულს აქვს 2 შემთხვევაში რეალი რო გავიდეს რეალი მოიგებს ლიგას რაცარუნდა მაგარ ფორმაშიყოს ლივე რეალი უფრო გამოცდილია ლიგა და სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ასე რომ ან რეალი მოიგებს ლიგას ან ლივე


    რამოსი აღარ ეყოლება და ვინ დალეწავს სალაჰს და კარიუს ვინ გამოასლევებს😄😄😄
    ისე მოიგებს ლივე თას როგორც დაგიბარებია აზრი არააქ ვინ გავა ფინალში..
    კარგად გვახსოვს 25 წუთი სანამ სალას დაამტრევდა ის სიქიმა რამოსი რეალს დედის წიოკი ჰქონდა ადენილი სუნს უშვებდა უკვე
    მერე მეორე კარლო რა სიქიმაც არის ყველამ კარგად იცის ელემენტარული ბენზრმა შველის მაგ გუნდს და მოდრიჩის ტერფი😄😄😄 რამდეხანს შერჩება გადარჩენის მენტალობა ამ რეალს აგერ გამოჩდება დღეს სითისთან

    4 წელია კარიუსი კარისუ იძახით და უკვე უარზრობაა, ალისონი არ ეყენა და და არ გამოაგდო რეალმა წინაზე? აკადემიიტ რომ ტამაშობდნენ? რა გგონიათ ეს ლივერი ვერ გავიგე? ყვ ელა მარტივი მეტოქე ყავდა და ყველას მარტივად მოუგეს, აბა ყოლოდა პსჟ, ყოლოდა სიტი, ყოლოდა ჩელსი ეგრე ამრტივად თუ გამოაგდებდა ვინმეს ან ყოლოდა ბაიერნი, ეგრე არაა, ან კარიუსის ბრალი რომელი იყო ბეილის ოგლი? 92 კმ საათში რომ გაუშვა იმ გაადარეულმა თუ მაკრატელა? რამოსმა დაამტვრია და ეგ უაზრობა რა შუაშია პაექრობა იყო და ბრძOლის დროს მოყვა ხელი და ეგ რამოსის ბრალი რანაირადაა, ეს გადაბრალება და უაზრობები არაა ლამზი არაა, რეალმა ბევრად აკრგად ითამაშა და მოიგეს ღირსეულად. აი ვნახოთ სიტი რომ გავიდეს ფინში რას იზამს და რეალი რომ გავიდეს რა მხოდება


    ხოდა ამიტომ მეგობარო ასეთი ლაპარაკის შემდეგ, ნუ გიკვირს რო რეალის ფანს გეძახიან, თქვი რო ხარ რა გიტყდება თუ რა არის.კარიუსს რა უქნაო? უქნა კი არა იდაყვით ყბაში ნოკაუტში გაუშვა, და ამის შემდეგ დაბორიალობდა ბუზივით ის საცოდავი მეკარე.

  • Moriba
    schedule 04 მაი 2022, 14:54

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Moriba
    დღეს სიტი რომც გავიდეს ფინალში ვერ მოიგებენ იმიტო რო არაააქვთ ის გამოცდილება და მენტალიტეტი რაც ლივერპულს აქვს 2 შემთხვევაში რეალი რო გავიდეს რეალი მოიგებს ლიგას რაცარუნდა მაგარ ფორმაშიყოს ლივე რეალი უფრო გამოცდილია ლიგა და სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ასე რომ ან რეალი მოიგებს ლიგას ან ლივე


    რეალს გამოცდილებასთან ერთად ძალიან ეხმარება ავტორიტეტი, ყველა მსაჯი ლიგაზე დარწმუნებულია რო რეალმა უნდა მოიგოს თავისი ისტორიის გამო. ამიტომაც ვხედავთ ამდენ შეცდომებს რეალთან მსაჯობისას. ყველა მსაჯი რაღაცნაირად რეალისკენ განწყობილი გამოდის, და აუტსაიდერი გუნდივით განწირულია. კარგად მახსოვს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რეალი ფინალში იაპონურ გუნდს ხვდებოდა, მსაჯს, აფრიკელ შავს, რამოსი გაფრთხილებული ყავდა უკვე, და მაინც ისე შეუვარდა მეტოქეს რო კინაღამ ფეხი წააცალა. მსაჯი ამოღებული ყვითელი ბარათით ისე გაიქცა ვიფიქრე გააგდო თქო და იცით რა მოხდა? რო მოირბინა და შეხედა თითქოს დენმა დაარტყაო, ბარათი იქვე მდგომ კარვახალს(იქნებ ნაჩოს, ეხლა რა გაიხსენებს) აჩვენა. ხო ხვდებით როგორ დაპანიკდა რამოსი უნდა გაეძევებინა. ამ დროს 2-2 იყო, და რეალმა მგონი 3-2 მოიგო ის თამაში. პირველი რაც დაჯილდოებაზე იმ მსაჯმა გააკეთა სელფის გადაღება იყო რეალის ყველა ფეხბურთელთან. რამოსი კი ამ დროს ყურში უჩურჩულებდა კარვახალს სიცილით და მსაჯისკენ ახედებდა. ამი მერე ჩემმა ბიჭმა რომელიც ესპანეთში ცხოვრობს ერთი საიტიდან ფოტოშოპით გაკეთებული სურათი გამომიგზავნა სადაც იმ მსაჯს რეალის ფორმა ეცვა და მინაწერი: მე-12 მოთამაშე. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არავითარი ჩაწყობა და ყიდვა-გაყიდვა ამ დონეზე არ არსებობს, არის ადამიანური ფაქტორი და ის ყველა შემთხვევაში კრიტიკულ მომენტებში მსაჯს ძლიერისკენ უბიძგებს იქნება რეალი თუ ბაიერნი და გინდაც ბარსელონა. ეს რა თქმა უნდა ახალგაზრდა გამოუცდელ მსაჯებს ეხება ძირითადად.


    კი გეთანხმები რეალს რო უეფაში ავტორიტეტი აქვს ისე არავის არააქ მოკლედ ვნახოთ რამოხდება მე ის ვთქვი რო სიტი როგავიდეს ფინალში მაინც ვერ მოიგებს

  • nika 54
    schedule 04 მაი 2022, 14:51

    ციტატა: Moriba
    დღეს სიტი რომც გავიდეს ფინალში ვერ მოიგებენ იმიტო რო არაააქვთ ის გამოცდილება და მენტალიტეტი რაც ლივერპულს აქვს 2 შემთხვევაში რეალი რო გავიდეს რეალი მოიგებს ლიგას რაცარუნდა მაგარ ფორმაშიყოს ლივე რეალი უფრო გამოცდილია ლიგა და სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ასე რომ ან რეალი მოიგებს ლიგას ან ლივე


    რეალს გამოცდილებასთან ერთად ძალიან ეხმარება ავტორიტეტი, ყველა მსაჯი ლიგაზე დარწმუნებულია რო რეალმა უნდა მოიგოს თავისი ისტორიის გამო. ამიტომაც ვხედავთ ამდენ შეცდომებს რეალთან მსაჯობისას. ყველა მსაჯი რაღაცნაირად რეალისკენ განწყობილი გამოდის, და აუტსაიდერი გუნდივით განწირულია. კარგად მახსოვს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რეალი ფინალში იაპონურ გუნდს ხვდებოდა, მსაჯს, აფრიკელ შავს, რამოსი გაფრთხილებული ყავდა უკვე, და მაინც ისე შეუვარდა მეტოქეს რო კინაღამ ფეხი წააცალა. მსაჯი ამოღებული ყვითელი ბარათით ისე გაიქცა ვიფიქრე გააგდო თქო და იცით რა მოხდა? რო მოირბინა და შეხედა თითქოს დენმა დაარტყაო, ბარათი იქვე მდგომ კარვახალს(იქნებ ნაჩოს, ეხლა რა გაიხსენებს) აჩვენა. ხო ხვდებით როგორ დაპანიკდა რამოსი უნდა გაეძევებინა. ამ დროს 2-2 იყო, და რეალმა მგონი 3-2 მოიგო ის თამაში. პირველი რაც დაჯილდოებაზე იმ მსაჯმა გააკეთა სელფის გადაღება იყო რეალის ყველა ფეხბურთელთან. რამოსი კი ამ დროს ყურში უჩურჩულებდა კარვახალს სიცილით და მსაჯისკენ ახედებდა. ამი მერე ჩემმა ბიჭმა რომელიც ესპანეთში ცხოვრობს ერთი საიტიდან ფოტოშოპით გაკეთებული სურათი გამომიგზავნა სადაც იმ მსაჯს რეალის ფორმა ეცვა და მინაწერი: მე-12 მოთამაშე. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არავითარი ჩაწყობა და ყიდვა-გაყიდვა ამ დონეზე არ არსებობს, არის ადამიანური ფაქტორი და ის ყველა შემთხვევაში კრიტიკულ მომენტებში მსაჯს ძლიერისკენ უბიძგებს იქნება რეალი თუ ბაიერნი და გინდაც ბარსელონა. ეს რა თქმა უნდა ახალგაზრდა გამოუცდელ მსაჯებს ეხება ძირითადად.

  • Moriba
    schedule 04 მაი 2022, 09:57

    დღეს სიტი რომც გავიდეს ფინალში ვერ მოიგებენ იმიტო რო არაააქვთ ის გამოცდილება და მენტალიტეტი რაც ლივერპულს აქვს 2 შემთხვევაში რეალი რო გავიდეს რეალი მოიგებს ლიგას რაცარუნდა მაგარ ფორმაშიყოს ლივე რეალი უფრო გამოცდილია ლიგა და სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ასე რომ ან რეალი მოიგებს ლიგას ან ლივე

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 04 მაი 2022, 07:58

    S.t.a.l.k.e.r.,
    საიდან იცი?

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 04 მაი 2022, 03:26

    გაზაფხულიდან შენგელია ბარსას კალათბურთელი ხდება და ორმაგად მოტივირებული ვიქნები ბარსას კალათბურთის ყურების

  • Iniesta_8
    schedule 04 მაი 2022, 00:24

    რეალი დაბრიყვებული ყავთ ბოლო პერიოდია და წესით უნდა გაცდენ.
    რულიმ რა ქნა, როცა გუნდი დაცვას თამაშობს ასეთი მეკარე არ უნდა გყავდეს. ერთი შეცდომა და მთელი სქემა იშლება. ლივერპულის დედაც მარა ჯობია ეგენი გავიდნენ, სხვა შემთხვევაში ფინალს აზრი ეკარგება. დღეს ჩაისვარეს მარა ზოგადად მაგრად თამაშობენ და ფინალშიც მაგრად ითამაშებენ დარწმუნებული ვარ.

  • azulgerana
    schedule 04 მაი 2022, 00:22

    რატო არ მევასება კალათბურთი ამოხსნა ვერ ვიპოვე რატო უნდა მომწონდეს

  • Moriba
    schedule 04 მაი 2022, 00:21

    რეებს კისრულიბს რული