workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს

UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს

The Times-ის ინფორმაციით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატში დამატებითი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

კერძოდ, ახალი ფორმატის მიხედვით:

  • ნახევარფინალური ეტაპი 2-მატჩიანი აღარ იქნება, ის ე.წ. “ოთხთა ფინალით” ჩანაცვლდება და გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან
  • ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება
  • “ოთხთა ფინალი” მინი ტურნირის სახეს მიიღებს

UEFA-ს მესვეურებს ეს იდეა განსაკუთრებით მოსწონთ, ვინაიდან ტურნირის ერთ ქალაქში გამართვა სხვადასხვა ფესტივალებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა.

თუ შეხედავთ Super Bowl-ს (ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი), ეს დიდებული ღონისძიებაა და მას შესანიშნავად ატარებენ. ისინი მართავენ კონცერტებს, სადაც ხალხი მიდის და ერთობა. თუ ამ ორ თამაშს წააგებ, საკომპენსაციოდ დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია.

– განუცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა The Times-ს.

ცნობისთვის, 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ისედაც იცვლება, რომლის მიხედვითაც:

  • გათამაშებაში მონაწილეობას, 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი მიიღებს;
  • ჯგუფურ ეტაპს ერთი მთლიანი სატურნირო ცხრილი ჩაანაცვლებს;
  • თითოეული კლუბი 10 შეხვედრას ჩაატარებს: 5-ს სახლში და ამდენივეს – გასვლაზე;
  • ვიხილავთ 100 მატჩით მეტს;
  • ცხრილში პირველ 9 ადგილზე მყოფი გუნდები შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავლენ;
  • მე-9-დან 24-ე პოზიციაზე მყოფი კლუბები, შემდეგ ეტაპზე გასაღწევად, ერთმანეთს 2-მატჩიან შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2022, 19:18

    ფორმატი იდეალურია. უბრალოდ რა ფულსაც ტეხავს უეფას ხელმძღვანელობა იმის ნახევარი საპრიზო ფონდში რომ ჩადონ პრეტენზიაც აღარავის ექნება

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2022, 18:06

    როგორ გაართულონ აღარ იციან, იმის მაგივრად რო გაამარტივონ.

  • cezo45
    schedule 28 აპრ 2022, 16:08

    რა დებილობაა ბიჭო რატო ცვლიან ამ ფორმატებს იყოს როგორც არის ისე ეს დადა აფეთქებული

  • azulgerana
    schedule 28 აპრ 2022, 15:53

    ფანებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ ხოლო მაყურებლის თანხა კლუბებს მოაკლდებათ ასევე საკუთარ ქვეყნის ან რაიონის ტურიზმს საგრძნობლად დაარტყავს. ფესტივალი და თემები ზოგადად ძვირი ჯდება და ფასებიც რა თქმა უნდა გაძვირებული იქნება. როცა მანჩესტერი და რეალი ერთმანეთს საბერძნეთში დაუპირისპირდება ხოლო პარალელურად ბარსელონა არსენალს მესმის რომ ქალაქი გადაიტვირთება ტურისტების ბინით, ერთი მხრივ მხიარული არდადეგები იქნება მაგრამ მაინც ცუდია თვითონ კლუბების თვის

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 აპრ 2022, 15:22

    რა სისულელეა, ეს რა არის? სანამ კიდევ ერთი ერიქსენი დაემართება ვინმეს მანამდე არ გაჩერდებიან?

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 აპრ 2022, 14:48

    აუ ამის დედას ტენა ბალოტელიმ თუ მართლა ასე შეცვალა,რა იდიოტობაა, რითია ეს ფორმატი ცუდი? დატოვონ როგორაცაა

  • M10 S9 D11
    schedule 28 აპრ 2022, 13:40

    რა სისულელეა აი რა სისუელელეა

  • Moriba
    schedule 28 აპრ 2022, 11:26

    ფეხბურთს დედას უ@@ნავენ რასაც ქვია

  • La Pulga10
    schedule 28 აპრ 2022, 10:55

    ისევ სუპერლიგა ჯობია.დააყეთ რა ერთი ადგილი.