ცოტა ხნის წინ ევროპის სუპერ ლიგის შექმნაზე აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა ტოპ-ჩემპიონატების წარმომადგენლებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და ევროპის საკლუბო ჩემპიონატად ძალაში კვლავ ჩემპიონთა ლიგა დარჩა. მიუხედავად ამისა, ლიგას ფორმატის ცვლილება მაინც მოუწევს, ეს ცვლილებები კი 2024 წლიდან არის დაანონსებული.
თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ფორმატი შემდეგნაირი იქნება: ტურნირზე მოხვედრა 32-ის ნაცვლად, 36 გუნდს შეეძლება. დამატებული 4 გუნდიდან ორი მათგანი უეფას კოეფიციენტების მიხედვით აირჩევა, ერთ ადგილს საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელი მიიღებს, ხოლო მეოთხე გუნდი იმ საუკეთესო შიდა ჩემპიონატიდან იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმომადგენელი არ ეყოლება.
პირველი ეტაპი სექტემბრიდან იანვრამდე გაგრძელდება და თითოეულ გუნდს 10 მატჩის ჩატარება მოუწევს (5-5 გასვლა/სახლი). შედეგად გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მერვედფინალის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილოსნებს დამატებითი 8 გუნდის გამოსავლენად ერთმანეთთან მცირე ფლეი ოფის თამაში მოუწევთ.
აღნიშნული ფორმატი 2024-2033 წლებში იმოქმედებს, მიზეზი კი როგორც ჩანს ისაა, რომ უეფას მესვეურებს ჩემპიონთა ლიგის ჩატარება უფრო სარფიანად სურთ. ეს ვერსია მხოლოდ ჭორის დონეზეა და ოფიციალურად ცნობილი უეფას მომავალ ყრილობაზე გახდება.


შეიძლება ჯგუფები 6 გუნდიანი გახადონ და მაშინ გასაგებია 10 თამაში. ისიც გასაგებია რომ ამ 10 თამაშის შედეგებით საერთო ცხრილი შეიქმნება, საერთო შედეგებით და ამ 36 გუნდიან ცხრილში პირველი 9 გავა პირდაპირ პლეი ოფში. ხოლო მე-10 დან 24-მდე 14 გუნდი ერთმანეთში 7 უძლიერესს გამოავლენს ორ-ორი შეხვედრით. ეს 7 და ის პირველი 9 ანუ სულ 16 გუნდი შექმნიან 1/8 ფინალის მონაწილეებს. ასე უფრო რეალური ჩანს მაგრამ ნამეტანი დახლართული მგონია. ამ გეგმის დადებითი მხარე ალბათ ის იქნება რომ ჯგუფებში მეორე ადგილოსნები უფრო ცუდი შედეგებით ვიდრე სხვა ჯგუფების მესამე ადგილოსნები უკეთესი შედეგით 1/8-ის მიღმა არ დარჩებიან.
დაახლოებით ასე მეჩვენება უეფას გეგმა იმ მოცემულობით რაც აქ დაიწერა, ვინმემ უფრო ზუსტი სქემა თუ მოძებნა, დაწერეთ საინტერესოა.
მერე და ამდენ თამაშს რომელი ფეხბურთელი გაუძლებს? ისედაც გადატვირთულები არიან… 13თამაში უწევს ეხლანდელი ფორმატით(ფინალის ჩათვლით). ტრამვები მერე იქნება თუ იქნება…
ეს სისულელე საიდან მოთხარეს ამას ისევ სუპერ ლიგა ჯობია
თუ 36 გუნდი ითამაშებს და მთლიანი სატურნირო ცხრილი იქნება, მაშინ როგორ ითამაშებს 1 გუნდი 10 მატჩს და არა 17 ვერ გავიგე.