სერჟი რობერტო “ბარსელონას” შეთავაზებას დათანხმდა და კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Sport და Marca-ს ჟურნალისტი ლუის როხო ავრცელებენ.
ესპანელი ფეხბურთელი ხელშეკრულებას 2023 წლამდე გაახანგრძლივებს და ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს.
30 წლის უნივერსალის პრიორიტეტი საკუთარი ცხოვრების კლუბში დარჩენა იყო, რის სანაცვლოდაც ძალიან დაბალ ანაზღაურებასაც დათანხმდა. გადამწყვეტი როლი ჩავი ერნანდესის პოზიციამაც ითამაშა, რომელიც რობერტოს შენარჩუნებას ემხრობოდა.
ფეხბურთელის გარემოცვამ “ბარსასგან” საბოლოო შეთავაზება გასულ კვირას მიიღო.
სერჟი რობერტო ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. სავარაუდოდ, ის განაცხადში ლა ლიგის მომდევნო ტურში “მალიორკასთან” დაბრუნდება.




მარჯვენა მცველად განიხილავს ამას ჩავი, რომელიც ბურთის ფლობისას ცენტრში შეიწევს. ამის პროფილს თუ გავითვალისწინებთ ამ დავალებას იდეალურად მოერგება. დესტს და მინგეზას რო აჯობებს ამაში დარწმუნებული ვარ.
დაბალ ანაზღაურებასო ისე წერენ თითქოს რამდენიმე ათასს თანხმდება, ამათი დაბალი რაცაა ფაქტია მინიმუმ 8-10 მაინც მოითხოვდა და მაგას ეძახიან დაბალსო ?? ან 5-6 მილიონსაც თუ მიცემენ რაში რო ?? გასაგებია ჩავის პოზიცია და ისე გამოდის ბოლოს პროფესიონალიზმზე წინ ძმაკაცობას აყენებს რაც დაღუპავს, შემდეგ სეზონში აუცილებლად ბუსკეცი სკამზე შეცვლებზე გაქაჩავს ისე აღარ შეუძლია თუ გინდა სარი გაუკეთე, ალვეში წავა ტყუილი დროის კარგვაა მაგ კაცის აწი აქ ყოფნა და ადგილს იკავებს გუნდში, ალბას აუცილებლად სერიოზული შემცვლელი ჭირდება და პიკეც უკვე სკამის კადრია. ეს ყვერჩიტა რობერტო გასაშვებია ჩემი აზრით რა გახანგრძლივება.