“ბარსელონამ” ბოლო პერიოდისთვის ჩვეული მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და “კამპ ნოუზე” ამჯერად “რაიო ვალიეკანოსთან” წააგო.
ჩავი ერნანდესმა მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო და თამაშში კლემან ლანგლე ჩართო, შემდეგ კი მოედნიდან ფრენკი დე იონგი გაიყვანა, რომელსაც ეს ნამდვილად არ ესიამოვნა.
ესპანელი ჟურნალისტის, დავიდ იბანესის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და პირდაპირ გასახდელი ოთახისკენ წავიდა, თუმცა მოგვიანებით ის გასახდელიდან დაბრუნდა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.
უნდა ითქვას, რომ ფრენკი დე იონგი კარგ თამაშს არ ატარებდა.




მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფრენკი, გუშინ აშკარად უმოტივაციოდ იყო და პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გაბრაზდეს. დიდი ხანია გული მიგრძნობს რო წასვლისკენ უჭირავს პირი და მგონია რო მალე წავა.
პირდაპირ ეტყობა გასახდელს ტელეფონზე დასარეკად მიაშურა. როცა ტენ ჰააგმა უთხრა მაინც მიიღებ ადგილს ძირითადშიო, დაწყნარდა და იმიტომ დაბრუნდა.
ერთი თამაში ჩააგდო ( არამარტო მან) და აგინებთ ხო? ფანობა გქვიათ თქვენ,მართლა პუჩს უნდა გაყურებინოთ კაცმა მეტის ღირსები არ ხართ
იდი ნა… ეხლა მანჩესტერში
ამის ნიჭი მოვსტყ… და ამის ზეგავლენა თამაშზე კიდე. ერთი რაც ნამდვილად კარგი ჰქონდა იყო ბურთის ამოტანა და მაგასაც ვეღარ შვება სტაბილურად. მოკლედ რომ ვთქვათ 3 სეზონიდან ორნახევარში სტაბილურად სლე იყო და არის. გასაშვებია ულაპარაკოდ სანამ ფასი აქვს. კაპიკია ამის ფასი გუნდისთვის. ზედმეტი ტვირთია როგორც დემბესლე, კუტუნიო და გრიზტყანი… ნახევარმცველების ლანგლეა სუფთა. ეს არის ორ საყრდენიანი ტაქტიკის ფეხბურთელი ისე რაც არის კი უყურებთ 3 წელია თითქმის 🥲
გაბრაზებული კიარა ასეთი ნაგავი თამაში კარგა ხანია არ ჰქონია, რა ჯანდაბა ეტაკა მთელ გუნდს?