workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს მატეუ ალემანი რობერტოს აგენტს შეხვდება

დღეს მატეუ ალემანი რობერტოს აგენტს შეხვდება

“ბარსელონა” სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებებს იწყებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს “ბარსას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი 30 წლის ფეხბურთელის აგენტს შეხვდება. კატალონიური კლუბი ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის კიდევ უფრო შემცირებას სთავაზობს. რობერტოს დარჩენა სურს, თუმცა ამას ნებისმიერ ფასად არ გააკეთებს, მას სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს.

MD-ს ცნობით, მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, თუმცა შეთანხმება წარმოუდგენელი არაა.

“ბლაუგრანაში” რობერტოს მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ჩავი ერნანდესსა და ჟოან ლაპორტას სერჟის შენარჩუნება სურთ, მატეუ ალემანი კი მისი გაშვების მომხრეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • shu1987
    schedule 20 აპრ 2022, 17:08

    გაასხმეინოს ამ აღარაფრის მაქნისს ამხელა ხელფასი აქვს და ფაქტიურად აღარც კი უთამაშია

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2022, 15:44

    ალემანს არ სდომებია და მოსალაპარაკებლად სწორედ ალემანს ახვედრებენ, ესე იგი ეტყობა არც ჩავის და ლაპორტას უნდათ მაინცდამაინც მისი დატოვება. ისე არც მე არ მინდა თუ ხელფასს არ დაიკლებს. ეს ვინ მიგდია მესი იყო თანახმა დაკლებაზე და მაინც გაუშვეს და ეს დაკლებაზე ლაპარაკსაც არ აპირებს და კიდევ აქეთ იმუქრება მსურველები მყავსო.

  • SHOTADEPAY9
    schedule 20 აპრ 2022, 13:34

    რობერტოს დრო ბარსაში ამოიწურა