ევროპა ლიგაზე “აინტრახტთან” დაპირისპირება “ბარსელონათვის”, შესაძლოა, მხოლოდ წაგებითა და ტურნირიდან გამოვარდნით არ დასრულდეს.
უკვე ყველამ გაიგო, რომ თამაშის დროს “კამპ ნოუზე” “აინტრახტის” იმაზე მეტი გულშემატკივარი იმყოფებოდა, რამდენი ბილეთიც “ბარსამ” გერმანულ გუნდს გამოუყო, თანაც ბევრად მეტი. 5 ათასის ნაცვლად ტრიბუნებზე “აინტრახტის” მინიმუმ 20 ათასი ქომაგი იმყოფებოდა. მომხდარზე “ბარსამ” შიდა გამოძიება უკვე დაიწყო და გადაწყდა, რომ მომავალი სეზონიდან ევროტურნირებზე დასწრება მხოლოდ სახელობითი ბილეთებით იქნება შესაძლებელი.
მიზეზი, დიდი ალბათობით, ისაა, რომ “ბარსელონას” ვაიგულშემატკივრებმა ბილეთები გერმანელებს ძვირად მიყიდეს.
Marca-ს ცნობით, “ბარსელონას” UEFA-ს გან სანქცია ემუქრება. “ბარსელონამ”, როგორც თამაშის მასპინძელმა, ვერ უზრუნველყო, რომ სტუმარი გუნდის გულშემატკივრები მასპინძლებისგან იზოლირებულები ყოფილიყვნენ.




კაცზე, დაახლოებით, 100 ევროდ გაყიდული ბარსელონელები, არ მოველოდი ნამდვილად ასეთ საქციელს!
კიდე სანქციები გვინდა
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, კიდე სანქციებიღა გვაკლდა, ისე ხო მაგრად გვილხინს ფინანსურად :დდდდდ
რა 20 000 40 000 იქნებოდნენ სულ ცოტა. მესამე იარუსი გადათეთრებული იყო სულ.
ჩვენ თუ კიდე სანქციები გვინდა 🙂
ეს ჩეფერინი, როგორი ჩასაფრებულია. გამწარებულია სუპერ ლიგის გამო და ეხლა ის რომ გერმანელებმა "ივაჟკაცეს" და ბილეთები ძვირად იყიდეს ბარსას შემოუბრუნა. და რა უნდა ექნა ბარსელონას? ბილეთიანი გულშემატკივრები არ შეეშვა სტადიონზე? მაშინ უფრო დიდი შარი იქნებოდა ბილეთიანი ხალხი არ დაუშვეს მოედანზეო.
ამას ოღონდ მიზეზი მიეცი და ეგრევე სანქციებს გაჯახებს
ბარსას რატომ ,აინტრახტს უნდა დაუწესონ ისეთი სანქცია რომ მეორედ ვერ გაბედონ, იმათი პრეზიდენტი გამოდის და იძახის კიდევ გავაკეთებთ იგივეს მომავალშიო.
ამას გენაცვალე დემოკრატია ჰქვია; მე მავქს ბილეთი, ვიყიდე 100 ევროდ; მტავაზობენ 500 და გავყიდე, დამრჩა 400 ევრო სუფთა; ეს ჩემი უფლებაა და ვერავინ ამის გამო ვერაფერს მიზამს;
თუმცა ასეთი საქციელის გამო რომ გამოვდივარ ***, ეს ჩემი პრობლემაა და ჩემი სინდისის
რეპუტაციის ამბავში ძალიან ძვირად დამიჯდება მომავალში, მაგრამ ვიკიდებ, პრობლემაც სწორედ ესაა