ჩავი ერნანდესმა ფრანკფურტის “აინტრახტთან” მარცხისა და ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ჩვენ არ ვიცოდით, კარგად როგორ შეგვეტია. სხვა მატჩების მსგავსად ვერ ვითამაშეთ. პენალტმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. ეს დიდი იმედგაცრუება.
მინდა, “აინტრახტს” მივულოცო, რადგან მათ ეს დაიმსახურეს.
“კამპ ნოუზე” არსებული ატმოსფერო არ დაგვეხმარა. ეს ჰგავდა ფინალს დაყოფილი გულშემატკივრებით. კლუბი ამოწმებს, თუ რა მოხდა. “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” 70 000 გულშემატკივარს ველოდი, მაგრამ ეს ასე არ იყო.
ვნახოთ, რა მოხდა პედრისთან დაკავშირებით, მისი ტრავმა ცუდი ამბავია. ფეხბურთელები უნდა გამოჯანმრთელდნენ და ბრძოლა განვაგრძოთ. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.
სამივე გოლი ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ამ შეცდომებიდან ვისწავლოთ, კარგი თამაშები არ ჩაგვიტარებია.
ჩვენ ვცდილობდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ამით ვერ გისარგებლეთ. ამ საღამოდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ეს გზაა და მსგავსი თამაშები კიდევ იქნება. მე უკვე გაგაფრთხილეთ, რომ ევროპა ლიგა რთული ტურნირია.
ფანებს მოსვლისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ ის, რაც მოხდა, გულდასაწყვეტია. მოედანზე კარგ ატმოსფეროს ველოდით. მაგრამ ეს გამამართლებელი მიზეზი არაა.
ბილეთებთან დაკავშირებით რაღაც მოხდა და გასახდელში გვინდა, ვიცოდეთ, თუ რას ჰქონდა ადგილი. ეს უნდა შემოწმდეს.
ხვალიდან ჩვენი შეხედულება უნდა შევცვალოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათით ვამაყობ. გავარდნის მიუხედავად, სწორ გზაზე ვდგავართ. მარცხი ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა ნება მომეცით, ვთქვა, რომ ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელსაც გავდივართ. ნოემბრის შემდეგ, ბევრი რამ შევცვალეთ. წაგების მიუხედავად, რწმენა უნდა გავაგრძელოთ. ეს მარცხი იმ გზიდან ვერ გადამიყვანს, რომელსაც გავდივართ.
დესტი ახლახან გამოჯანმრთელდა და მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ იყო. მინგესა დაგვეხმარა და ერთ ფეხბურთელზე ფოკუსირებას არ ვაპირებთ.
მათემატიკურად, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. ჩვენ 8 ფინალი დაგვრჩა და უკვე “კადისთან” თამაშზე ვფიქრობთ. ველოდებით, რომ გულშემატკივრები კვლავ ჩვენ გვერდით იქნებიან.


თამაში მსაჯმა მოკლა!
ორივე 100% პენალტი იყო!
გაშიფრულია და დამტკიცებულია!
ეს იმედგაცრუება კი არა პაზორია, და ამაში ბარსელონას "ფანების" დიდი დამსახურებაცაა.
წადი სახლში,სანამ დროა…წადიიი
მართალი ხარ მაესტრო, ნუ იყო მინუსები მაგრამ მოედნის ფაქტორი საკუთარ კედლებში თამაშის მომენტი საერთოდ არ იყო პირიქით სტუმრად იყო გუნდი საკუთარ სახლში და რაუნდა მოითხოვო, ფაქტია ფსიქოლოგიური მომენტი ყველაზე გარდამტეხია სპორტში და როგორც კი გამოვიდა გუნდი მოედანზე ბარსას ჰიმნი კიარა გერმანული სიმღერა სტვენა და გინება ისმოდა . სამარცხვინო ნაბიჯი ლაპორტასგან ფულის გამო ყველაფერს რომ კადრულობს და ყველაფერზე მიდის ბენდუქიძეა ეგ ჩემისა.
andres888,
ძლივს საღი აზრი მოვისმინე ბიჯო ❤ ზოგი ისე იქცევა გუშინ რომ ტრიბუნა დატოვეს იმითგან არაფრით განსხვავდება
ზოგიერთი რო წერთ რომ ხავი შენი ბრალია და ხავი ასე და ხავი ისე მაშინ კაი იყო ხო რელას და ატლეტიკოს 4 გოლს უტანდა ვერ ვიტან ეგეთ ფანებს ერთი წაგებული თამაშით რომ ყველას და ყველაფერს აკრიტიკებემ ფეხბურთია სულ ერთ დონეზე ვერ ითამაშებ
ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ერთი რაც შემიძლია ვთქვა , არის ის რომ , თუ მოძრაპბაზე არ გეტყობა რომ თავდაჯერებული ხარ , ცოცხლად შეგჭამენ , რადგან როგორც ცხოველი გრძნობს შენს შიშს , ისეა სპორტშიც , თუ გეშინია , განწირული ხარ . რატომ დავიწყე შიშზე საუბარი ?! როდესაც შანსი გაქვს , 10 კაცით დარჩენილ გუნდს , იქვე დაუმთავრო ყველაფერი და ამას არ აკეთებ , ეს უკვე ნიშნავს რომ გეშინია , თუ მაინც უნდა გამოვარდე , დაე ღირსეულად გააკეთე ეს . გინდა საფეხბურთო ფორტუნა დაარქვი და გინდა კარმა , უამრავია ასეთი თამაშები ფეხბურთის ისტორიაში , თუმცა ის რაც ბაიერნს მანჩესტერთან , ატლეტიკოს რეალთან და იტალიას საფრანგეთთან დაემართათ , საფეხბურთო გაკვეთილებად უნდა ისწავლებოდეს , აღარაფერს ვამბობ ნოუ-კამპის 6-1 სასწაულზე . იმედია ასეთ შეცდომებს ხავი აღარ დაუშვებს , გაძლიერება გუნდს თითქმის ყველა ხაზში ჭირდება .
ხავი შენი ბრალია. ამას კუმანიც მოახერხებდა როგორღაც
გუნდს ყველაფერი ჰქონდა მოგებისთვის, მუხტის და ხასიათის გარდა…
1. შეცდომა ის იყო რომ დე იონგი არ დააყენა თავიდანვე ცგავის ნაცვლად და ლენგლე გარსია ცენტრში და არაუხო მარჯვნივ.
გავი რისი ცენტრის დამჭერია ბავშვი გიჟივით დარბის წინ და უკან შრომობს,წვალობს მაგრამ რა? დე იონგი და პედრი ბუსისთან ერთად ცენტრს დაიჭერდნენ.
2. ობას ნაცვლად ტრაორე როგორ შემოიყვანე ჩავი, მაგის გამო გეკუთვნის – 2. ბოლო წუთებზე სულ იმათ საჯარიმოში რომ იყო თამაში მანდ იყო საჭირო ობა. ტრაორეს ერთი გოლი გინახავთ რაც გადმოვიდა ბარსაში? რისი იმედი ქონდა რომ გამოყავდა?
3. ეს თასი ჟანგიანია თუ რაც არის იმ ტურნირის მოგებას ნიშნავს სადაც ასპარეზობ, ანუ საშუალო დონის გუნდი ხარ და საშუალო დონის ტურნირზე ასპარეზობ, აბა რა გინდა მეტი? მაგრამ მაგ ჟანგიან თასსაც რომ ვერ იგებ ესეიგი იმ საშუალო დონის გუნდებშიც ვერ ქაჩავ მაგას ნიშნავს.
თან ამ ტურნირის მოგება სუპერთასზე თამაშის შანს გაძლევდა და თუ მაგასაც მოიგებდი ამით ბევრი რამის დამტკიცება შეგეძლო.
ძალიან ზედმეტად თავდაჯერებული გახდა გუნდი და აი ფაქტი. წინა თამაშში მოგება მოგება იყო? ეს იყო სუფთა გამართლება. ლუკმა გოლი გაიტანა და ეგრევე დაიწყეს წერა (ჩვენი ჯოკერი) გამოვისყიდოთ ან იჯარა გავუგრძელოთო, საბავშვო ბაღია?
აინტრახტთან ბოლო ათი წუთი 10 კაცით გვეთამაშეს და რიგიანად ვერ შეუტიეს, თამაშის ფრედ დამთავრებაზე ითამაშეს, იმიტომ რომ თავდაჯერებულები იყვნენ, ეგონათ კამპ ნოუზე შეჭამდნენ და ნახე რა მოხდა? 3:0 ვაგებდით და ერთი გოლი რომ გავიდა გამიხარდა პრესტიჟის გოლი გავიტანეთთქო, მერე მეორე და მესამეც რომ მოგვესწრო და დამატებითში მოგვგო მერე გენახა იტყოდნენ მაგრად ვითამაშეთო. არ ვიცი იმედია ყველა თამაშს მოვიგებთ ლა ლიგაში.
მათემატიკურად, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. ჩვენ 8 ფინალი დაგვრჩა და უკვე "კადისთან" თამაშზე ვფიქრობთ. ველოდებით, რომ გულშემატკივრები კვლავ ჩვენ გვერდით იქნებიან.
ესეც ოცნებობს გადავირიე, მთელი საქართველო რომ ვოცნებობთ ის არ გვეყოფა? ეხლა ამან დაიწყო ოცნება. რაც მოსაგები იყო საშუალო დონის ტურნირი საშუალო დონის გუნდებთან ის ვერ მოვიგეთ და მათემატიკაზე საუბრობს. თეორიულად ანუ მათემატიკურად შანსია 15 ქულით გავასწროთ რეალს, ანუ თუ რვავე თამაშს მოიგებენ და რეალი რვავეს წააგებს. ამაზე იტყოდნენ ვაი შენს პატრონს უბედურს.
დღეს ბევრმა ბარსას ფეხბურთელმა ძალიან ცუდად ითამაშა! ბარსა პირველ კლასელებივით იყო
პირველი თამაშიდან გამომდინარე, რატომ ვერ მიხვდა ხავი, რომ აინტრახტი მის გუნდზე უკეთესად იყო ფიზიკურად მომზადებული და უფრო მებრძოლი ხასიათი ჰქონდა?! სადღაც ველოდი კიდეც მსგავს რეზულტატს, ის პირველი გოლი, პენალი რომ არ ყოფილიყო, ანტრახტი მაინც მოიგებდა ამ თამაშს, უკეთ შეისწავლა მათმა მწვრთნელმა ბარსა, ვიდრემ ხავიმ მეტოქე და შედეგიც დაიდო! არაუშავს, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, მაგრამ ასეთი შეცდომები მომავალში არ უნდა გამეორდეს!
მაინტერესებს ვინ რას ფიქრობთ ამ საკითხზე
პირველ რიგში დღეს გამოჩნდა რო ბარსელონა ცენტრიდან არ უტევს თითქმის პასი დემბელეზე ან ფერანზე და იქიდან ცდილობენ რაღაცას ობამეიანგი მოწყვეტილია სულ)გარდა ამის მინგესასა და დიდი პატივისცემის მიუხედავად ალბასაც ჩაგრავდნენ ერთი ერთზე ყველა სიტუაციაში თითქმის ნუ მინგეზა მინგესაა მაგრამ ალბას სისწრაფესთანაც პრობლემები აქ)ფერანს არ მახსოვს რომელიმე მატჩში 70 წუთის მერე რაიმე გაეკეთებიოა და ეჭვები მაქ რო მთლად იდეალურ კონდიციებში ვერარის. გარსიას აკიდებული პენალტიდანაც ჩანს მისი გამოუცდელობა პიკე მსგავს შეცდომას არ დაუშვებდა,იგივე ეხება დესტსაცროდესაც ერთადერთი კაცი რომლის აყვანაც ევალებოდა მარტო დატოვა
ტიტულზე არ არის აქ საუბარი, პატივმოყვარეობაზეა, ქომაგზე და საკუთარი თავის რწმენაზე.. აქ გუნდს ხო კიდია გულშემატკივარი და აჯვამს სულში 5 სეზონი, იმათ უარესად ახატიათ და ეგ არის მაგათი სიყვარულის შედეგი.. მერე მეორე, თუ შენთვის შეუფერებელი ტურნირია, მაშინ გამოიყვანე მეორე გუნდი, მთელი ტურნირი მიეცი ახალბედებს თავის გამოჩენის შანსი და რა შედეგიც იქნება იმას დავჯერდებით.. ხოლო თუ თვლი რო უეფას აქვს მისი წესები და ფეირპლეის უნდა სცეს ყველა გუნდმა პატივი განურჩევლად ტურნირისა, მაშინ კეთილი ინებე და ის ფეხბურთი დადევი, რაც ამ დონის კლუბს ეკადრება, მაგრამ ეს არის ზუსტად ამ გუნდის მაქსიმუმი და რა არის აქ გასაკვირი..
+1
ჰინტეგერია თუ ვინცაა იმენა ბეკენბაუერი გახდა ბარსასთან.
ობეს საშინელი თამაში ქონდა, ტორესს ძალიან ცუდი, გავი და პედრი თითქოს არც იყვნენ მოედანზე, აბსოლიტურად ყველა ორთაბრძოლა წააგეს ცენტრში.. დემბელე პირველი 20 წუთის შემდეგ სრულიად გაქრა და დაცვის მთლიანი უკანა ხაზი ერთიანად სამარცხვინოდ მოქმედებდა, მანდ მართლა ვერავის გამოარჩევდი..
ხო და კიდე ყველა გამო**ეებული ჩვენთან რო ატარებს კარიერის მატჩს , მაგაზე მეშლება ნერვები , 10-დან 9 შემთხვევაში ააცილებდა ის ჩემისა და ჩვენთან გაიტანა მაინცდამაინც ცხრიანში და მცველები კიდე , ჯერ გალათასარაის მცველები და ეხლა ესენი , რამდენჯერ გამოიტანეს ცარიელი კარიდან ბურთი , მერე წავლენ და ფიურტთან წააგებენ
გადაღლილი პედრით და გავით ბებერ ბუსკეცთან ერთად მაგით აპირებდი ცენტრის გაკონტროლებას? იმდღეს 3 საყრდენით იყავი გასული. ეხლა მოგინდა ფარფატა პეპლებით გასვლა გერმანელ ნადირებთან. ან რა შეცვლებია გაგყავ ობამეიანგი როცა აგებ და გუნდის ელ მაზილას ფორვარდად წევ, ვის უნდა ჩაუწიდოს ტრაორემ ფეხით ვერ გააქ თავით გაიტანს. ფერანი უნდა ჩაგეხსნა პირველი და ცოტახნით ობამეიანგი გერბებინებინა მარცხნივ მერე გადაგეწია დემბელე მარვხნივ ამრიგად ობაც დაგრჩებოდა მოედანზე რათ გინდოდა დესტი ეჭენა ტრაორეს მთლიან ფლანგზე