ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), ალბა (98%) და პედრი(96%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 51% დესტმამიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “აინტრახტთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, გარსია, არაუხო, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – დემბელე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ხოო, ვერ აგვისრულდა სურვილები.
4:0 უეჭველს დავდებთ
დღეს მოსაგებია აუცილებლად იოლი თამაში არ იქნება მაგრამ მე ძაან გამისწორდება 4 გოლის თემას თუ გააგრძელებენ 😉 გავი წინა თამაშის გათვალისწინებით ძაან ცოდოა არ ალეწონ.
მეც ეგრე მგონია,მაგრამ მაგას ჯობია მინგესამ ითამაშოს მარჯვნივ, მემგონი ჩავი აღარ ენდობა ლენგლეს იმ წალენგლავებისთვის
უი კი ბატონო, სულ დამავიწყდა მინგესა 😃
მეც ეგრე მგონია,მაგრამ მაგას ჯობია მინგესამ ითამაშოს მარჯვნივ, მემგონი ჩავი აღარ ენდობა ლენგლეს იმ წალენგლავებისთვის
არაუხო იდგება მარჯვნივ და ცენტრში გარსიასთან ერთად ლანგლე 🤠 არამგონია დესტი ეგრევე ჩასვას ტრავმის მერე
პიკე მაგრად დაგვაკლდება. გარსია კი მოიხოდა მარა რაღაცნაირად ვერ ვუყურებ ნდობით ჯერ მაინც ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში