განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, ხვალ, “აინტრახტის” წინააღმდეგ, ჟერარ პიკეს თამაში საეჭვოა.
ხავი მიგელის ინფორმაციით, ვეტერანმა მცველმა, საბოლოო ტესტის ჩასატარებლად, კიდევ ერთი დღით მოცდა ითხოვა. ამ მომენტში, პიკეს მოედანზე გასვლასთან დაკავშირებით, გასახდელ ოთახში პესიმიზმი სუფევს.
Gol-ის ცნობით, ჟერარს დღეს გუნდთან ერთად სრული სავარჯიშო სესია არ ჩაუტარებია – მან მონაწილეობა სესიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ტოტ კოსტა იტყობინება, პიკეს, რომელსაც ტრავმა საზარდულის არეში აქვს, თამაში ძალიან სურს, მაგრამ, ეს რთული იქნება.
ამავე წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღო, ხვალ მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოიყვანონ, დავიჯერო ლანგლეზე უარესად ითამაშებს.
სხვა გზა არ ჩანს, დღეს მინგესა უნდა დააყენოს მარჯვნივ ჩავიმ, რომ ცენტრი იყოს ნორმალური თორემ ლენგლეს ვერ ენდობი ვერანაირად
პიკეს სანაკრებოემდეც გქონდა ტრამვა და გაუმიზეზდა, მეგონა სანაკრებოების დროს მორჩებოდა სრულიად, რადგან არ იყო სერიოზული ტრამვა, თუმცა გადატვირთულმა გრაფიკმა და ლალიგაში დაძაბულმა სიტუაციამ ამის შანსი არ მოგვცა… თან ეგრევე სანაკრებოს მერე სევილია დაგვეჯახა და იქ საჭირო იყო მერე ეგრევე ევროპა ლიგის მეოთხედფინალი, სადაც დაშავდაკიდეც ცუდი საფარის გამო, შეიძლებოდა საფარი რომ არა არც დაშავებულიყო….
ეეე მემგონი მოგვიწევს სლენგლეს ყურება.
დესტი თუ დაიწყებს მაშინ არ იქნება ძაან დიდი დანაკლისი მაგრამ თუ დესმაც ვერ მოახერხა მაშინ ცუდადაა საქმე
არაუხო VS გარსია იქნება
არ უნდა გარისკოს, დესტი თუა ფორმაში არაუხო გარსია დადგება და ეგაა.