სანაკრებო პაუზის დროს, ერთ-ერთ ინტერვიუში, პედრი გონსალესმა განაცხადა, რომ 8-ნომრიანი მაისური მოსწონს და მის ტარებას ისურვებდა.
ახლა კი, “ბარსელონას” ამჟამინდელმა მე-8 ნომერმა, დანი ალვესმა Mundo Deportivo-სთან საუბარში თქვა, რომ მზადაა, მომავალ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს თავისი ნომერი დაუთმოს.
წავიკითხე, რომ პედრის 8-ნომრიანი მაისური მოსწონს. ამიტომ, კლუბში რამდენიმე ადამიანს ვუთხარი, რომ, თუ გონსალესს ჩემი ნომერი სურს, ეს მაისური მისი იქნება – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გუნდში დავრჩები. თუ წავალ, მაშინ პედრი ამ ნომერს პირდაპირ აიღებს.
თუმცა, პედრიმ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ 1 მისია არსებობს – ეს მაისური კარგად უნდა დავიცვათ, რადგან “ბარსაში” 8-იანი განსაკუთრებულ ხალხს მოურგია, მაგალითად, ანდრეს ინიესტასა და ხრისტო სტოიჩკოვს… ამ ადამიანებმა “ბლაუგრანასთვის” ყველაფერი გააკეთეს.
“ბარსელონაში” ყველა ნომერი ღირსეულად უნდა ვატაროთ, რადგან მათ უკან დიდი ისტორიაა.
– ამბობს ბრაზილიელი.
მოგეხსენებათ, ამჟამად პედრის 16-ნომრიანი მაისური აცვია, თუმცა, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან მას 8 ნომრით ვიხილავთ.




XAVI 6-8,
არაუხოს
კაცური საქციელია.ჯიგარი ხარ დანი
ეხ ძმაო ბართომეუსი სხვა რა გაიგე რო ეგ გაიგო. მოასპო გუნდი.
5 ვის ჩავაცვათ🤔
და ეგ 16 ნომერი, ეხლა რომ აცვია, სერხიოს ეცვა ადრე, სანამ 5-იანი პუი იყო
ზაფხულიდან უნდა დაუთმო დანი
დასაფასებელია თუმცა ზაფხულიდან ისედაც და ასედაც მაგის იქნება თუ მოინდომა რომც თქვას ალვეშმა არ დავთმობო, უბრალოდ კაი ტიპია დანი კულეა გულით და თავის დროზეც რატო გაუშვეს ვერ ვიგებ დღემდე.
ჩავიესტას გაგრძელებაა პედრისა და გავის დუეტი. ჩემი შეხედულებით, პედრი უფრო ჩავის სტილისაა, თანაც უკვე დაღვინებული, გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს, ნუ უბრალოდ შეუდარებელია
ნომერი არ თამაშობს ფეხბურთს
მე უფრო 10-იანს ვემხრობი ამის მაისურზე მაგრამ ეგ აღარ გამოვა 😁 ძაან კლასნია პედრი და ყველაფერს იმსახურებს
ვაფშე არა საჭირო მე თუ მკითხავ ჯერ ისე ხო არ უჭამენ ტვინს პატარა ინიესტა ხარო და ეხლა ნომერი. აცადეთ ამ ბავშვს აკეთოს თავისი საქმე მოვა დრო და აიღებს. 6 ნომერს რო ეცა ათასი ყვერი ხო რასამო დაგლიჯეს. 6 ასოცირდება ხავისთან ისევე როგორც 8 ინისთან და გინდა არ გინდა გეფიქრება ყველა მომენტში რამე არ მიქარო რაც დამეთანხმებით არა კაი. ასევე ფატის რო აჯახეს 10 ნომერი წესივრად წასული არ იყო მესი. ისე მე თუ კითხავ 10 ამას უნდა ეცვას და არა ფატის
რა ჯიგარი კაცია დანი, უდიდესი ლეგენდა❤❤❤, იმედია პედრიც ღირსეულად ატარებს ამ მაისურს და თავის ტალანტს ბოლომდე გამოავლენს❤