Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ვასკო და გამას” 17 წლის ტალანტით ინტერესდება.
საქმე ანდრეი სანტოსს ეხება, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, თამაში ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია.
პროფესიონალურ დონეზე ბრაზილიელს დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა. მას მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის ტალანტს ბრაზილიის 16-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია და 6 მატჩში 2 გოლიც მიითვალა.

გვარდიოლაზე ამბობდა ვიღაც ვეტერანი: მალე პეპი 11 ნახევარმცველით ითამაშებსო.
ბარსა ბ-სთვის არ არის ცუდი, იყოს და თუ რამე ათამაშონ პირველ გუნდშიც
რათგვინდა ბიჭო ამდენი ნახევარმცველი,თუკაიხანი იქნება ბარსა ბში და მოიცდის სანამ არგათავისუფლდება კიდე ხო