workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: ყველაფერი ტერ შტეგენის სეივმა და ლუკ დე იონგის გოლმა გადაწყვიტა

პედრი: ყველაფერი ტერ შტეგენის სეივმა და ლუკ დე იონგის გოლმა გადაწყვიტა

პედრი გონსალესი “ლევანტესთან” მოგების შემდეგ კომენტარს აკეთებს:

გოლის გატანითა და მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ცოტათი გაგვიჭირდა – გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდისგან ასეთ მატჩს არ ველოდით.

ყველაფერი ტერ შტეგენის სეივმა და ლუკ დე იონგის გოლმა გადაწყვიტა.

ლუკი პროფესიონალია. როცა ის მოედანზე შემოდის, მუდამ გოლი გააქვს.

სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მეტოქემ კარგად ითამაშა და მეტს იმსახურებდა. გაგვიმართლა, რომ დე იონგმა კომპენსირებულ დროში გატანა შეძლო.

გავის უდიდესი პოტენციალი აქვს. ის ინტენსივობა, რომელიც მას მატჩებსა და ვარჯიშებზე შემოაქვს, გიჟურია. ვიმედოვნებ, გავი ასე თამაშს გააგრძელებს, რადგან მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. 

გოლები გატანა? ამას ჩავი და ლუის ენრიკე მთხოვენ, მე კი ვცდილობ, მათი სურვილები ავასრულო.

დღეს “ბარსამ” 3-2 იმარჯვა. კატალონიელთა მხრიდან გოლები პედრიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და ლუკ დე იონგმა გაიტანეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კი პენალტის მოგერიება მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 11 აპრ 2022, 15:58

    ისე შტეგენმა სწორედ ის პენალტი მოიგერია რომელიც გადამწყვეტი შეიძლებოდა გამხდარიყო. არა მგონოა 0-2-ზე ასეთ ტემპში გავეგრძელებინა თამაში, მოკლედ შტეგომ გუნდი გამოაღვიძა და შეტევაში გაუშვა.

  • shu1987
    schedule 11 აპრ 2022, 12:00

    შენი გოლიც იდეალური იყო, შტეგენი როგორც იქნა გამოფხიზლდა მგონი და თუ ასე გააგრძელებს იდეალური იქნება, იქ პასიც იდეალური მიცა რომ გაეტანა ფერანს საგოლესაც ჩაიწერდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 აპრ 2022, 11:26

    იმაზე ვნერვიულობ ამაზე დამოკიდებული არ გავხდეთ😁როცა მოედანზე არაა გვიჭირს ძაან

  • me da barca
    schedule 11 აპრ 2022, 02:25

    ჩვენ დავცინოდით კუმანს, როცა თქვა ლუკი ნეიმარს ჯობიაო. შედეგიანობით კი აჯობა და რა გინდა, რომ თქვა.

  • ana anukii
    schedule 11 აპრ 2022, 02:13

    ოფიციალურად: შტეგენი დაბრუნდა!!!

  • XAVI 6-8
    schedule 11 აპრ 2022, 02:07

    ციტატა: azulgerana
    ჩავი და ინიესტა


    ესენი საერთოდ სხვაგან იყვნენ🙃
    ფაქტია თავის კვალს დატოვენ კლუბში ამის ყველა წინა პირობა აქვთ ბავშვებს.

  • Memphis Depay
    schedule 11 აპრ 2022, 02:04

    ჰოლანდი მაგრად დახატავს ამ გუნდს, ამ რესურსით რო ამდენს დებს, ტრანსფერებს რო გააკეთებს და კიდევ უფრო შეკრავს გუნდს ხომ წარმოგიდგენიათ მერე? პეპზე ნაკლებ კვალს არ დატოვებს ჩავი მეტს თუ არა :))

  • azulgerana
    schedule 11 აპრ 2022, 02:01

    გავი და პედრი
    ჩავი და ინიესტა იქნება მომავალი?

  • VanillaSoul
    schedule 11 აპრ 2022, 01:54

    ბართომეუს დედას შვც, მარა აი ეს ტრანსფერი მართლა მაგარი გამოუვიდა. არადა რა მილიონები ხარჯა ვიღაც გრიზმანებში, კუტუნიოებში და უსმან შენგტენეებში.

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 აპრ 2022, 01:53

    დარტყმაც რა მაგრად დახვეწა ყველაფერთან ერთად, სასწაულია ეს ბიჭი და იმედია ბარსას ლეგენდებში საპატიო ადგილსაც დაიკავებს, სხვა ახალგაზრდებთან ერთად

  • XAVI 6-8
    schedule 11 აპრ 2022, 01:52

    დაასვენეთ ეს ბავშვი🙃ხავის ხელში საერთოდ სხვა პედრია.ხავის და ინიესტას ერთობლივი შვილია🙂გავის და შენ 6-8 ნომრები ახალი სეზონიდა.სულ რო წინა პატრონები დაბრუნდნენ ნომრების🙋‍♂️🙃

  • serafime
    schedule 11 აპრ 2022, 01:51

    დახვეწილი მოძრაობები, პასები ,გოლები ერთი სიამოვნებაა ამ ბიჭის ყურება, კიდევ ერთხელ გაგვახარა დღეს ❤