ჩავი ერნანდესი წუხს, რომ სათამაშო დროს ყველა მოთამაშეს ვერ უთმობს. მან მარტინ ბრეითუეიტის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება. თუმცა მწვრთნელი ამბობს, რომ მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 15 ფეხბურთელს აქვს გარანტირებული, დანარჩენებს კი კარგი ფორმის შენარჩუნება მოუწევთ, რათა საკუთარს შანსებს დაელოდონ და მწვრთნელს აზრი შეაცვლევინონ.
42 წლის სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ, 2000 წუთზე მეტი მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა. ესენი არიან: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (2400), სერხიო ბუსკეტსი (2247), ჟერარ პიკე (2033) და ჟორდი ალბა (2019). 1000 წუთს კი რვა მოთამაშემ გადააჭარბა: რონალდ არაუხო (1937), ფრენკი დე იონგი (1726), გავი (1460), პედრი (1317), ფერან ტორესი (1239), უსმან დემბელე (1264), ერიკ გარსია (1211) და ნიკო გონსალესი (1073). პიერ-ემერიკ ობამეიანგს (886), სერჟინიო დესტსა (792) და დანი ალვესს (716) კი ამ შედეგამადე ცოტა აშორებთ.
| ფეხბურთელი | ლა ლიგა | ჩემპიონთა ლიგა | ესპანეთის თასი | ესპანეთის სუპერ თასი | ევროპა ლიგა | ჯამი |
| ტერ შტეგენი | 1530 | 180 | 120 | 120 | 450 | 2400 |
| ბუსკეტსი | 1425 | 180 | 210 | 120 | 213 | 2247 |
| პიკე | 1239 | 180 | 165 | 120 | 329 | 2033 |
| ალბა | 1208 | 121 | 210 | 120 | 450 | 2019 |
| არაუხო | 1217 | 176 | 165 | 120 | 259 | 1937 |
ყველაზე მცირე სათამაშო დროს კლემან ლანგლე, ოსკარ მინგესა, რიკი პუჩი, ლუკ დე იონგი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი და მარტინ ბრეითუეიტი იღებენ. ზოგიერთის შემთხვევაში უთამაშებლობის მიზეზი ტრავმიანობაა, ზოგი კი მაღალ კონკურენციას ვერ უძლებს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩავის მოსვლის შემდეგ ერთი წუთიც არ უთამაშია, სერჟი რობერტოა, რომელმაც დეკემბერში ოპერაცია გაიკეთა და ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
| მოთამაშე | ლა ლიგა | ჩემპიონთა ლიგა | ესპანეთის თასი | ესპანეთის სუპერ თასი | ევროპა ლიგა | ჯამი |
| ლანგლე | 258 | 176 | 0 | 0 | 76 | 510 |
| მინგესა | 256 | 59 | 90 | 0 | 81 | 486 |
| ლ. დე იონგი | 352 | 0 | 0 | 66 | 29 | 447 |
| პუჩი | 187 | 17 | 45 | 0 | 8 | 257 |
| ნეტუ | 0 | 0 | 90 | 0 | 0 | 90 |
| უმტიტი | 90 | 0 | 0 | 0 | 0 | 90 |
| ფატი | 0 | 0 | 35 | 54 | 0 | 89 |
| ბრეითუეიტი | 11 | 0 | 15 | 0 | 0 | 26 |
დანი ალვესის, ფერან ტორესისა და ობამეიანგის მოსვლამდე, ჩავი ენრანდესი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებსაც ათამაშებდა. ყველაზე მეტი წუთი აბდე ეზალზულიმ (671). ფერან ჟუტგლამ 446), ილიას აკომაშმა (170), ალვარო სანსმა (43) და ესტანის პედროლამ (10) მიიღეს.




არვიცი მე ძალიან ვენდობი ჩავის, იმიტომ რო ფანტასტიკურ შედეგს აჩვენებს, ასეთი გრძელი წარმატებული სერიები კაი ხანია არ გვქონია. ისე რომ ძალიან სწორედ იქცევა ვინც სათამაშებელია იმას ათამაშებს.
5 ცვლილებას ხან არ აკეთებს და იმიტო
კარგია,ვინც იმსახურებს იმას ათამაშებს ჩავი, ვინც ახალგაზრდაა საშუალებას აძლევს დაამტიკიცოს რა შეუძლია,ხოლო თუ ვინმე მოუკლებს სკამზე სვავს, ძალიან კარგია♥️ ვისაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს იდეაში ზაფხულში წასასვლელი ხალხია