workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სპორტინგი ტრინკაუს შეძენით ინტერესდება

სპორტინგი ტრინკაუს შეძენით ინტერესდება

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ, რომელიც იჯარით “ვულვერჰემპტონში” თამაშობს, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

პორტუგალიური გამოცემის O Jogo-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ლისაბონის “სპორტინგი” დაინტერესდა. “ლომებს” ტრინკაუს იჯარით დამატება სურთ.

წყაროს თანახმად, “სპორტინგში” თამაში თავად ფრანსიშკუსაც სურს. ფეხბურთელის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა, რისთვისაც ლისაბონური გრანდი მშვენიერი ადგილია.

“ბარსელონამ” ტრინკაუ 2020 წელს “ბრაგადან” დაიმატა, თუმცა ფეხბურთელმა “ბლაუგრანაში” ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბმა ის გასულ ზაფხულში “ვულვზში” გაანათხოვრა. 

ცნობისთვის, განიხილება ადამა ტრაორესა და ტრინკაუს გაცვლის ვარიანტიც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2022, 18:45

    ჯერ 22-ისაა და შეიძლება იჯარით გაშვება, ეგება გამოავლინოს ნიჭი. თუმცა ჩავიზე კარგად ვინ აათამაშებს არც ეგ ვიცი შეიძლება პეპი ან კლოპი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 აპრ 2022, 13:26

    მოგვაცილონ ერთი ამისიც, 1 გოლი და 2 ასისტი აქვს ტიპს მთელი წელი, რა უბედურებაა, რობერტოს უკეთესი შედეგი აქვს მიუხედავად იმისა რომ მთელი წელია დამტვრეულია 😑

  • M10 S9 D11
    schedule 09 აპრ 2022, 12:47

    ზაფხულში ტრაორე მიუბრონონ უკან ვულვზს და ეს დააბრუნონ

  • azulgerana
    schedule 09 აპრ 2022, 04:17

    მე უფრო ფსონს ადამას გაცვლაში დავდებ და ეგრე მოხდება

  • NEYBarca
    schedule 08 აპრ 2022, 23:03

    20 მილიონი და მაგათი იყოს.

  • VanillaSoul
    schedule 08 აპრ 2022, 22:06

    ვისში გაიქნიეს 30 მილიონი ეეეჰ.

  • me da barca
    schedule 08 აპრ 2022, 21:48

    ტრაორე არაა ბარსას დონე, დააბრუნონ საიდანაც მოიყვანეს. ან რა გაცვლა, გამოდის რომ 30 მილიონში ცვლი. ტრაორეში მე პირადად მაქსიმუმ 5 გადავიხდიდი.