workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა ავსტრალიაში ამხანაგურ თამაშს გამართავს

ოფიციალურად: ბარსელონა ავსტრალიაში ამხანაგურ თამაშს გამართავს

“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 25 მაისს ავსტრალიაში ამხანაგურ თამაშს გამართავს. 

“ბლაუგრანა” ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ სიდნეიში, “აკორ სთედიუმზე” გაიმართება, რომელიც 80 000 გულშემატკივარს იტევს.

ჩავი ერნანდესის მომზადებული გუნდი ავსტრალიაში ლა ლიგის დასრულების შემდეგ გაემგზავრება და ბარსელონაში მატჩის ჩატარების შემდეგ დაბრუნდება. აღნიშნული თამაში ავსტრალიის საფეხბურთო კალენდრის გამორჩეული კვირის ნაწილია, რომელიც ა-ლიგის (ქვეყნის რანგით პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი) დასრულებამდე სამი დღით ადრე იმართება. მატჩი ასევე ემთხვევა რამდენიმე გამორჩეულ ღონისძიებას, როგორიცაა, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური და კულტურული ფესტივალი, Vivid Sydney, რომელიც სიდნეიში ყოველწლიურად იმართება.

მატჩი ისტორიული იქნება იმ კუთხით, რომ აქამდე “ბარსელონას” სპორტის არცერთ სახეობაში პროფესიონალურ თუ სამოყვარულო დონეზე ავსტრალიაში არ უთამაშია.

“ბარსელონას” მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, ჟული გუიუ აღნიშნულ თამაშზე კომენტარს აკეთებს:

მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, დავაანონსოთ ეს შეხვედრა ავსტრალიის ა-ლიგის ყველა ვარსკვლავის წინააღმდეგ. კლუბი ისტორიაში პირველად ეწვევა ავსტრალიას, სადაც ის დიდ ინტერესს იწვევს. ამ მატჩის გამართვა შესაძლებლობას მოგვცემს, კლუბის ღირებულებები გულშემატკივრებთან უფრო ახლოს მივიტანოთ და “ბარსელონა” ახალ აუდიტორიას გავაცნოთ.

ფერან კორეასის ინფორმაციით, “ბარსელონა” ხსენებული მატჩიდან 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nikusha
    schedule 06 აპრ 2022, 15:58

    და როგორ გაიმართვე თუ ევროპა ლიგის ფინალში გავედით? 26ში არის ფინალი

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2022, 13:53

    და რამდენს გვიხდიან? იმედია იქით არ გვექნება გადასახდელი.