“ბარსელონა” “ვულვერჰემპტონის” ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის შეძენით ინტერესდება.
The Athetic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნსტეინის ინფორმაციით, შესაძლოა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ზაფხულში “ვულვზი” დატოვოს. წყაროს ცნობით, დიდი შანსია, ნევეში “ბლაუგრანაში” ვიხილოთ.
25 წლის შუახაზელს ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდში თამაში სურს. ინგლისური კლუბი მას სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში გაუშვებს.
ნევეში Transfermarkt-ზე 40 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისი კონტრაქტი 2024 წელს იწურება.
პორტუგალიელი “ვულვერჰემტპონში” 2017 წელს “პორტუდან” გადავიდა. მის ანგარიშზე 207 შეხვედრაში 24 გოლია.


კი კაია მარა ამდენი ნახევარ მცველი რა საჭიროა კესის მაგივრად ეს რო მოეყვანათ გაასწორებდა
რათ უნდა ბიჭო ამდენი ნახევარმცველი დაცვას და თავდასხმას მიხედეთ და მერე მეკარეს.
ნევეში მე მევასება მაგრამ ბარსაში მაგისი ადგილი არაა, გავი, პედრი, ბუსკეცი, ფრენკი, კესი , ნიკო, პუჩი იქნებიან, პუჩი შეიძლება გაუშვან და მემგონი ნიკოს იჯარით გაშვებაც არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ მაინც საკმარისად გვყავს ნახევარ დაცვა თუ ვინმე დაგვჭირდა აკადემიაც გვყავს
ვსოოოო აღარ გვჭირდებიან ნახევარმცველები აღააარ.
ამას ჯობია გავის ქონდეს მეტი სათამაშო დრო და + გასათვალისწინებელია ისიც რომ პორტუგალიელები ბარსელონასი ვერ ამართლებენ დეკუა გამონაკლისი
მორიგი სისულელე 6 ნახევარმცველი გვეყოლება კესის ჩათვლით ეგ კი არა იქეთ პუჩი გვყავს გასაშვები
ნევეში კაი ფეხბურთელია მარა ახლა გუნდში ეგ ნაკლებადაა საჭირო თან პორტუგალიელია მე პირადად ერთადერთი პორტუგალიელი ვისი გადმოსვლაც მინდა ჟოაო კანსელუა ეგაა დაღდად ალვეში შემცვლელი თანაც უკლასნესი მოთამაშეა
რა რუბენ ნევეში აბა კესი რად უნდათ ?? აგროვბბენ თუ რა პონტია და იქნება მერე გაყიდონ ფულის პონტში ?? ვერ ვხვდები იქ სადაც პრობლემა არაა ნუ ნაკლებია ყველაზე იქ მოგყავდეს ყველაზე მეტი რა ლოგიკაა
კამარა როა მარსელში, ეგეც თავისუფალი აგენტია ზაფხულსი თუ იცით ? ადრე ძალიან მომწონდა და მგონი ვეღარაა ისეთ დონეზე
ამდენი ნახევარმცველი არ არის საჭირო მგონი😁
სანამ გუნდი არ გაიფილტრება ვინმეს მოყვანაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია, ეს ჰოლანდს არ ეხება მხოლოდ.
ამ წელს არც უმიზნებენ. 1 წელი ტო დარჩება კონტრაქტში მაშინ. ბუსი წავა მაგ დროს სავარაუდოდ. რო თქვა მაგარიაო არი კი მარა ჩვენი სტილი არაა. დარტყმა აქვს ფანტასტიკა მარა აქ დამრტყმელებს რაღაც ემართებათ ამიტო არ ღირს. თან სხვა ისეთი უნარები არ აქვს ბუსი ოდნავ მაინც რო ჩაანაცვლოს. ძალისმიერი საყრდენია, ნაკლებად ტექნიკური და მეპასე. კარგი ართმევით და დარტყმით
კაით რააა ნახევარ მცველების კოლექციაა?
მგონი საკმარისად გვყავს
რაც ნაკლები პორტუგალიელი, მით უკეთესი
ეს ნახევარმცველია და რათ გვინდა კესი ისედაც ხო მოდის ჭორია წესით