workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: ვამაყობ, რომ ბარსელონას ფეხბურთელი ვარ

რონალდ არაუხო: ვამაყობ, რომ ბარსელონას ფეხბურთელი ვარ

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომ “სევილიას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ჩვენ კარგ დინამიკაში ვართ, კარგად ვმუშაობთ და ბედნიერები ვართ, რომ ეს შედეგებზე აისახება. “სევილია” ძალიან ცოტა გოლს უშვებს. გამარჯვებით მოხარული ვარ. 

ამ მატჩის მნიშვნელობა ვიცოდით. ვიცოდით, რომ მოგების შემთხვევაში ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდოდით. ახლა გვაქვს შანსი, რომ ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ და, როგორც გუნდმა, ზრდა განვაგრძოთ.

აქ ძალიან ბედნიერი ვარ, გულშემატკივრის მხარდაჭერის გამო მოხარული ვარ. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმდინარე კვირაში კლუბთან შეხვედრა გვაქვს. ვიმედოვნებ, საკითხი ისე გადაწყდება, რომ “ბარსაში” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები.

ჩვენ გოლის გატანა შესანიშნავი ფეხბურთელის ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოვახერხეთ. 

პედრი საოცარი მოთამაშეა, მისი გუნდში ყოფნის გამო ბედნიერი ვარ. ყველაფერთან ერთად, ის გოლებითაც გვეხმარება. გონსალესი დაცვაშიც ძალიან კარგად მუშაობს.

ვამაყობ, რომ “ბარსელონას” მოთამაშე ვარ. 

ჩვენ მეშვიდე პოზიციაზე ვიყავით, ახლა კი მეორეზე ვართ. საფეხბურთო სამყაროში, ყველაფერი შესაძლებელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • shu1987
    schedule 04 აპრ 2022, 19:53

    შენ ბარსელონაში უნდა დარჩე კარიერის ბოლომდე ისეთი მოტივირებული მებრძოლი და ენერგიული ხარ მინიმუმ 10-12 წელი ბარსას სასტარტოში გარანტირებულად უნდა იყო , მიდი როლანდ აგენტებს მიაყენებინე და გაახანგრძლივე ხომ იცი შენ შედეგი დადე და კლუბი თავისით მოგიმატებს მერე.

  • me da barca
    schedule 04 აპრ 2022, 17:00

    ხელშეკრულებაზე შენი ხელმოწერა გვანახე და მოვრჩეთ.

  • SHOTADEPAY9
    schedule 04 აპრ 2022, 15:00

    თავით რომ მაგრად თამაშობს არაუხო პუიოლი მახსენდება

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 აპრ 2022, 14:20

    კედელი ხარ, გაუვალი, არ გაახარა არავინ

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 აპრ 2022, 14:15

    პიკე-არაუხო იყვნენ გაუვალები დაცვაში, ამისი ლაპარაკიდანაც და ისედაც ჩანს რომ კულეა და პრიორიტეტი რათქმაუნდა ბარსაში დარჩენა იქნება

  • Don_Andresito
    schedule 04 აპრ 2022, 12:53

    ხოდა გაახანგრძლივე ცხოველო. თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2022, 12:53

    3 ქულას სუნი არ უდისო ძველი ფანების ნათქვამია, მაგრამ მაინც უფრო მეტი გარჯა გეკუთვნით. კარში დარტყმაზე მაინც ავარჯიშეთ თავდამსხმელები.

  • GURCHO99
    schedule 04 აპრ 2022, 12:50

    ეს მართლა გიჟია რა ართმევები გააკეთა გუშინ რა იყო ეს არ გაახარა არავინ

  • La Pulga10
    schedule 04 აპრ 2022, 12:17

    რჩება რა ესეც