workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: ჩვენ ბარსა ვართ და ლა ლიგის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ

პედრი: ჩვენ ბარსა ვართ და ლა ლიგის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ

“ბარსელონამ” “სევილია” საკუთარ მოედანზე პედრის შესანიშნავი გოლის წყალობით 1-0 დაამარცხა. 

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ეს გოლი თურქეთში გატანილი გოლის მსგავსია. როდესაც მეტოქის ფეხი დავინახე, ცრუ მოძრაობა გავაკეთე და როდესაც ბურთს დავარტყი, ვიცოდი, რომ ის ბადეში გაეხვეოდა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის “ბარსელონას” გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

ლა ლიგისთვის ბრძოლა? ეს რთულია, მაგრამ ჩვენ “ბარსა” ვართ და ბოლო მომენტამდე ვიბრძოლებთ.

სამი თვის წინ ძალიან ვიტანჯებოდით. ახლა კი ბედნიერები ვართ, რომ რთული მეტოქის დამარცხების შემდეგ მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ. ვიცით, რომ ტიტულის მოგება რთულია, მაგრამ ამას ბოლომდე შევეცდებით. 

მე ლიდერი არ ვარ, ჩვენ ყველანი ლიდერები ვართ. ვფიქრობ, ბევრ ასპექტში ძალიან მოვუმატეთ, მეტოქეს უკეთესად ვაპრესინგებთ, ბურთთან ერთად უფრო მშვიდად ვთამაშობთ. ტრანსფერები შეტევაში დამატებით იარაღს გვაძლევს.

ფანები ჩემს სახელს სკანდირებდნენ? ეს გიჟურია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 აპრ 2022, 15:16

    არვიცი რა დავარქვა ამდენი მომენტის გამოუყენებლობას, ტორესი კარგი ტალანტია და მეტი შეუძლია, რაღაცა არ მისდის დავბრალოდ უიღბლობას? პედრი! ასწავლეთ მასაც!

    ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის მოგებას გილოცავთ კულეებო!
    19 წლის პედრი ბარსას უპირობო ლიდერია!!
    ისევ გოლი შედევრი!!!

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2022, 13:31

    პედრი: ჩვენ ბარსა ვართ და ლა ლიგის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ
    ტებასი, პერესი, ლა ლიგის მსაჯთა კოლეგია: ჩვენ რეალი ვართ და ლა ლიგას მაინც მოვიგებთ, ამისთვის კარგი მსაჯები გვყავს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 აპრ 2022, 07:51

    უმაგრესი ხარ, ყველაზე მეტად შენი მეიმედება♥️♥️

  • VanillaSoul
    schedule 04 აპრ 2022, 05:35

    ციტატა: totti10

    ციტატა: Moriba
    ბრავო პედრიტო კიდევ ერთხელ💫❤💙ესე გააგრძელე ტერ შტეგენმა ბოლო წუთზე მაინც მაგინებინა თავი ისეთი შეცდომა დაუშვა რეალს გუშინ რომ გაეტეხა 7 ქულაში ვიქნებოდით რაც მთავარია მოგება დავიმსახურეთ Visca barca❤💙

    7 ქულით რანაირად გადადებული მატჩი უკვე მიგო ბარსელონამ??? 12 ქულაა ახლა სხვაობა ,კაცმა არ იცის მაგ გადადებულ მატჩში რას იზამენ და არც ის გაგიკვირდეს რომ გატეხოს, ტოტალიზატორის ამბები მოგეხსენება და ვერც რეალი მოიგებს ყველა ტამაშს და ვერც ბარსელონა 10 მატჩიდან 3-4 გატეხავს ორივე, აგერ მე და აგერ შენ, 8 მატჩი მოიგო ბარსელონამ ჰა ლიგაში და მხოლოდ 1 ფრე ითამაშა ესპანიოოლთან რეალმა წააგო უკვე ბარსასტან ახლა ბარსას ჯერია გატეხოს 🙂


    ტოტალიზატორის ყომარის და ზღაპრევის კიდე რო ჯერა ხალხს მაგრა ვკაიფობ.

  • Tyler Durden
    schedule 04 აპრ 2022, 01:45

    პედრის ნიჭს ხავის შენიშვნები რომ დაემატა ვხედავთ როგორ ათამაშდა ეს 'პატარა პრინცი'. ასე უნდა გააგრძელოს პროგრესი და ულამაზეს ფეხბურთს დავაბრუნებთ. უხხხ როგორ ემოციებში ვიყავი გოლისას, ეგეთი ემოციები ნუ მოგვიშალოს.
    ვამოოოოოოსსს

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 აპრ 2022, 01:27

    პედრი არის უმაგრესი ბიჭი და ამავე დროს ძალიან დასტაბილურდა, ჩავის ხელში ის ასპექტები განავითარა რაც აკლდა, ახლა პროგრესი განაგრძონ ამან და გავიმ და მერე ნახეთ ჩავიიესტა არადა პედრი-გავი ❤

  • Moriba
    schedule 04 აპრ 2022, 01:20

    ბრავო პედრიტო კიდევ ერთხელ💫❤💙ესე გააგრძელე ტერ შტეგენმა ბოლო წუთზე მაინც მაგინებინა თავი ისეთი შეცდომა დაუშვა რეალს გუშინ რომ გაეტეხა 7 ქულაში ვიქნებოდით რაც მთავარია მოგება დავიმსახურეთ Visca barca❤💙