ბარსელონელთა სანაკრებო მონაგარი

ბარსელონელთა სანაკრებო მონაგარი

ევროპულმა ქვეყნებმა მარტის სანაკრებო პაუზის მეორე თამაშები გამართეს. დღეს “ბარსელონელებიდან” საქმეში 7 ფეხბურთელი ვიხილეთ.

ესპანეთი-ისლანდია 5-0

ესპანელებმა მეორე საშინაო ამხანაგური შეხვედრაც მოიგეს, ამჯერად “ბლაუგრანას” ფეხბურთელების ნაკლები ჩართულობით. ხუთეულიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ჟორდი ალბა ვიხილეთ, რომელიც პირველ მატჩში სათადარიგოთა შორის დარჩენილი “ბარსას” ერთადერთი ფეხბურთელი იყო. ესპანელმა მარცხენა მცველმა მოედანზე 59 წუთი გაატარა.

მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდნენ გავი, პედრი და ფერან ტორესი, ერიკ გარსიამ კი მთელი შეხვედრა სათადარიგოთა შორის გაატარა.

ნიდერლანდები-გერმანია 1-1

მასპინძელთა მხრიდან სრულად ითამაშეს ფრენკი დე იონგმა და მემფის დეპაიმ. ორივე მათგანმა ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკა 5-0

ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი გრიზმანის საფრანგეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას იოლად სძლია, რაშიც თავისი როლი ანტუანმაც ითამაშა. პირველ ორ გოლში ასისტენტად სწორედ გრიზმანი მოგვევლინა. მან მოედანი 65-ე წუთზე დატოვა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (6)

  • nika 54
    30 მარ 2022, 16:47

    ციტატა: CHEPE
    ხალხი კიდე რომ მესის მისტირის🙄🙄 მთელი მისი კარიერა გაგქცევაზე რომ ფიქრობდა მაგას ვერაფერი შეცვლის ისტოტიად დარჩება მუდამ
    სულ წასვლა ეკერა პირზე და რამოიგო მერე რომ არ გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის დროზე?? პარიზშია ბაყაყებს ჭამს სეზონში 2 გოლი
    რონალდო სადაც წავიდა ყველგან ითამაშა ეს კიდე ბარსელონას გარეშე რაც არის გამოჩნდა ფაქტიურად
    დიდი ბოდიში მაგრამ დღევანდელი ბარსელონა მირჩევნია რასაც ხავის ხელში თამაშობენ ვიდრე მესი იყოს ისევ და ნახევარზე მეტი ჩაჯმული დარბოდეს როცა ხასიათზე არიყო მესი ვერც ვერაფერს შვებოდა ბარსელონა
    წარსულს ნუ მისტირით რაა მასე წარსულზე რომ ვიტირო დღემდე, გაუჩო მენატრება მაშინ და დავაბრუნოთ

    შენ გაუჩო გენატრება ჩვენ მესი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? შეიძლება მესიმ ცოტა მეტი გაუკეთა გუნდს, მაგრამ არც ამას დაიჯერებ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    30 მარ 2022, 07:48

    ციტატა: Moriba
    🚨💣 ექსკლუზიური ინფორმაცია TyC Sports-ისგან

    გუშინდელი ლაპორტას სიტყვების შემდეგ, მესის გარემოცვამ დაადასტურა, რომ მესის მიზანი ბარსელონაში დაბრუნება არ არის. მას არანაირი განზრახვა არ აქვს ბარსელონაში დაბრუნების, მითუმეტეს თუ ლაპორტა იქნება პრეზიდენტი. ეს გამორიცხულია.
    გამო@რებულია ლაპორტა აბა რა არის აბა რა ეგონა რო ატირა ამხელა კაცი მოცუნცულდებოდა 2 წელში ისევ რაცარუნდა იყოს გუშინდელი განცხადება არუნდა გაეკეთებია არჩევნები რო მოაგებია მაშინ კაიიყო ფაქტია ლაპორტამ ლეო გამოიყენა და ამ ფაქტს ვერ შევცვლით

    მესის ორი წელი უნდოდა წასვლა,რა ვერ შეიგნეთ😑

  • VanillaSoul
    30 მარ 2022, 01:40

    ციტატა: Moriba
    🚨💣 ექსკლუზიური ინფორმაცია TyC Sports-ისგან

    გუშინდელი ლაპორტას სიტყვების შემდეგ, მესის გარემოცვამ დაადასტურა, რომ მესის მიზანი ბარსელონაში დაბრუნება არ არის. მას არანაირი განზრახვა არ აქვს ბარსელონაში დაბრუნების, მითუმეტეს თუ ლაპორტა იქნება პრეზიდენტი. ეს გამორიცხულია.
    გამო@რებულია ლაპორტა აბა რა არის აბა რა ეგონა რო ატირა ამხელა კაცი მოცუნცულდებოდა 2 წელში ისევ რაცარუნდა იყოს გუშინდელი განცხადება არუნდა გაეკეთებია არჩევნები რო მოაგებია მაშინ კაიიყო ფაქტია ლაპორტამ ლეო გამოიყენა და ამ ფაქტს ვერ შევცვლით

    გამოიყენა არა შაშაკოლა კიდე. მესიმ ორი წელი წელა და არ გაახანგრძლივა კონტრაქტი და შენზე და ჩვენზე კარგად იცოდა რომ ამოწურვის შემდეგ ვეღარ გაუხანგრძლივებდნენ კონტრაქტს. წასვლა უნდოდა ერთი წლით ადრე და არ გაუშვეს. უნდა გაეშვათ ეგეთი გაჩერების დდშვც კიდე და ზემოდან მაგის დამბრუნებლის.

  • EL MAESTRO 6
    30 მარ 2022, 01:26

    Moriba,
    კი გასაგებია მაგრამ საბოლოოდ ნესის მაინც უნდოდა წასვლა, ჯერ შეუძლებელი იყო მაგისი დარჩენა და მერე მეორეც ბოლო წელს მართლა აღარ უნდოდა აქ თამაში, კი იტანდა გოლებს რადგან უყვარს ეს ადგილი მაგრამ ის ცეცხლი და მონდომება აღარ ჰქობდა, უბრალოდ სეირნობდა მოედანზე, ახლა კი გამოსამშვიდობებელი მატჩი უნდა მოვიწყოთ და ეგ იქნება პატივისცემა, თამაშით კი თუ არ უნდა ნუ მოვა, ძლივს გუნდმა მის გარეშეც ისწავლა თამაში

  • MSN G.O.A.T
    30 მარ 2022, 01:23

    მიულერის ნახვა არგაუსწორდებოდათ ბიჭებს

  • Moriba
    30 მარ 2022, 01:16