workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: ინიესტასთან შედარება მაბედნიერებს

პედრი: ინიესტასთან შედარება მაბედნიერებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

იმ სტილის გამო, რომლითაც “ბერნაბეუზე” ვითამაშეთ, “რეალთან” 4-0 მოგება არასდროს დამავიწყდა. კარგად ასპარეზობა გვსურდა და ბედნიერები ვართ, რომ ასეც მოხდა. 

ჩავი ყოველთვის მეუბნება, რომ წინ ავიწიო, რადგან ნებისმიერ გადმოვარდნილ ბურთსა და მოქმედებას, შესაძლოა, გოლი მოჰყვეს. მას ყურადღება უნდა მივაქციო, რადგან აბსოლუტურად მართალია. ასე გუნდის დახმარება შემიძლია. 

კუმანთან ვალში ვარ, რადგან ის პირველივე წუთიდან მენდო. ნიდერლანდელის ძალიან მადლიერი ვარ. კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ, საქმეები გეგმის მიხედვით არ წავიდა. ახლა კი, ჩავი გვყავს, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს. 

ინიესტასთან შედარება მაბედნიერებს და მომწონს. ის, რაც ანდრესმა “ბარსასა” და ესპანეთის ნაკრებისთვის გააკეთა, სიგიჟეა. ასე რომ, მასთან შედარება მოტივაციას მაძლევს და მიმანიშნებს, რომ კარგად ვთამაშობ.

ლუის ენრიკემ პირველივე მომენტიდან ნდობა გამომიცხადა – ფეხბურთელისთვის, რომელიც ახალ გარემოში ხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლუჩოს მადლობა უნდა გადავუხადო.

მოედანსა თუ მის მიღმა, ლეოსთან დიდებული დრო გავატარე. ის შესანიშნავი ადამიანია და ვიმედოვნებ, “ბარსელონაში” დაბრუნდება. მესისთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე – ბრწყინვალე გრძნობაა, როცა მისი თანაგუნდელი ხარ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • XAVI 6-8
    schedule 28 მარ 2022, 23:38

    ციტატა: VanillaSoul
    პირველი პედრის მაკრიტიკებელი მე ვიყავი თუ ვიყავი ამ საიტზე. სტერილური იყო ძალიან კუმანის ხელში და შეტევაში არაფრის მომცემი ბურთის დაჭერის გარდა და ეგეც სუსტ და საშუალო დონის გუნდებთან გამოსდიოდა. ლუჩოს ხელში უკეთესი იყო, ვიდრე კუმანის მარა მანდაც გამონათებები ჰქონდა ხოლმე. აი ახლა რასაც შვება ეს ბიჭი, ზუსტად ასეთ თამაშს ველოდებოდი მისგან და იმედი მაქვს კიდევ გააგრძელებს პროგრესს და საუკეთესო იქნება ნამდვილად თავის პოზიციაზე.


    იმასაც ხო ამბობდი უნიჭოა გავყიდოთო?🙃შეიძლებ ბარსელონას ცუდი თამაშიდან გამომდინარე ემოციურად მსჯელობდი თორე რავი პედრის უნიჭო როგორ უნდა ეძახო🙃კუმანის დროს ვინ რას თამაშობდა არავინ იცოდა და შენ ამ 18წლის ბავშვისგან ხავი ინის ერთად ითხოვდი და ვინც პედრის ნიჭს ვამჩნევდით ფეხბურთის არმცოდნეს გვეძახდი და სამძიმრებს გვიგზავნიდი🙂🙃

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2022, 22:55

    ციტატა: VanillaSoul
    პირველი პედრის მაკრიტიკებელი მე ვიყავი თუ ვიყავი ამ საიტზე. სტერილური იყო ძალიან კუმანის ხელში და შეტევაში არაფრის მომცემი ბურთის დაჭერის გარდა და ეგეც სუსტ და საშუალო დონის გუნდებთან გამოსდიოდა. ლუჩოს ხელში უკეთესი იყო, ვიდრე კუმანის მარა მანდაც გამონათებები ჰქონდა ხოლმე. აი ახლა რასაც შვება ეს ბიჭი, ზუსტად ასეთ თამაშს ველოდებოდი მისგან და იმედი მაქვს კიდევ გააგრძელებს პროგრესს და საუკეთესო იქნება ნამდვილად თავის პოზიციაზე.


    ჩავიმ კარგი გაგებით გაათავხედა. ურრყამს, რისკავს პასის დროს. დრიბლინგზეც მეტ ნაკლებად მიდის და ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში. უტრავმოს 2-3 სეზონი და დე ბრუინზე ნაკლები არ იქნება. 23-24 წლის ასაკში

  • serafime
    schedule 28 მარ 2022, 17:23

    დიდ ფეხბურთს ითამაშებს ასე თუ განაგრძო, მთავარია ტრამვებმა არ გააწამოს ❤️

  • nika 54
    schedule 28 მარ 2022, 17:22

    კაი მომავალი ელოდება თუ ტრამვები აიცილა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 მარ 2022, 17:06

    რაც ტრამვიდან დაბრუნდა უბრალოდ უმატებს და უმატებს, ძალიან მსიამოვნებს ამისი თამაშის ყურება

  • VanillaSoul
    schedule 28 მარ 2022, 16:58

    პირველი პედრის მაკრიტიკებელი მე ვიყავი თუ ვიყავი ამ საიტზე. სტერილური იყო ძალიან კუმანის ხელში და შეტევაში არაფრის მომცემი ბურთის დაჭერის გარდა და ეგეც სუსტ და საშუალო დონის გუნდებთან გამოსდიოდა. ლუჩოს ხელში უკეთესი იყო, ვიდრე კუმანის მარა მანდაც გამონათებები ჰქონდა ხოლმე. აი ახლა რასაც შვება ეს ბიჭი, ზუსტად ასეთ თამაშს ველოდებოდი მისგან და იმედი მაქვს კიდევ გააგრძელებს პროგრესს და საუკეთესო იქნება ნამდვილად თავის პოზიციაზე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 მარ 2022, 16:28

    ყველაზე მეტად შენი იმედი მაქვს ბიჭო♥️♥️😝