რაფინიას ტრანსფერში, შესაძლოა, მინგესა ჩაერთოს

რაფინიას ტრანსფერში, შესაძლოა, მინგესა ჩაერთოს

“ბარსელონამ” “ლიდს იუნაიტედიდან” ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას ტრანსფერში, შესაძლოა, ოსკარ მინგესა ჩართოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ამჟამად “ბარსა” ყველაზე აქტიურად 25 წლის ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც უსმან დემბელეს შემცვლელად განიხილება. “ბლაუგრანა” 35 მილიონს იხდის, მაგრამ “ლიდსი” უარზეა. ინგლისელების პოზიციის მიუხედავად “ბარსა” მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ფეხბურთელის აგენტი გუნდის ყოფილი მოთამაშე დეკუა, რომელიც ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ახლახან კატალონიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლიდსი” “ბარსელონას” მცველით, ოსკარ მინგესათი დაინტერესდა. 22 წლის “ლა მასიელი” ზაფხულში “ბარსელონადან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და კატალონიელები მისი რაფინიას ტრანსფერში ჩართვით მოხარულნი იქნებიან.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (14)

  • nika 54
    27 მარ 2022, 19:17

    აწყობილა საქმე. მინგესასაც მოვიცილებთ და რაფინიასაც მოვიყვანთ.

  • Cruyffista14
    26 მარ 2022, 21:37

    ერთდროს წოდებული პუიოლი ;)), ესეთებისგან გაფილტრონ გუნდი. რაფინია ს მოყვანის ცოტა მეშინია, ძაან ტექნიკური ტიპია, დღეს საუკეთესო baller, მარა ბარსაში როგორ ითამაშებს ნეტა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    26 მარ 2022, 20:25

    მინგესა კია გასაშვები მაგრამ რამდენად არის მოსაყვანი რაფინია ეგაა საკითხავი

  • azulgerana
    26 მარ 2022, 19:38

    Nice

  • shu1987
    26 მარ 2022, 18:54

    მიდი გაასხმეინონ ამ ქლიბს აზრზე არაა ტიპი

    ბანძი ტრანსფერი იქნებაო ისე წერთ თითქოს ჩავიზე მეტად ერკვევით ვინ ჭირდება გუნდს , დემბელეზე ნაკლები არაფრითაა დაჟე უფრო ჯანზეცაა და ჭკვიანი ტიპია, რა დონის გუნდშიც იყო ის შედეგი ქონდა მოვა და ჩავი მაქსიმუმს გამოწურავს აი ნახავთ სერიოზულად გაამართლებს, ადამას დაეყრდნოს აბა სისულელეა…

  • ROUCH
    26 მარ 2022, 18:45

    მინგეს შენ იყო ლენგლე თუ დათანხმდე მაგ გარიგებაში ჩართვას

  • EL MAESTRO 6
    26 მარ 2022, 17:51

    მინგეზა გასაშვებია მაგრამ ჯერ იმათ მიხედონ უაზროდ დიდი ხელფასები როაქვთ, ლენგლე,უმტიტი და რობერტო

  • ბართომეუს ბოტი
    26 მარ 2022, 17:43

    მინგესა ცენტრალური დაცვის მეოთხე-მეხუთე ოფციად მშვენიერია ჩემი აზრით ხელფასის და ყველაფრის გათვალისწინებით, უმტიტი ან ლენგლე რო გაუშვან ჯობია.

  • Albicelecte
    26 მარ 2022, 16:48

    სტატისტიკა დემბელეზე უარესი არ აქვს, თუმცა რავი აბა…
    თუკი 35 ჯდება, მაშინ მაგ ფასად იმ პრისჩებიკიანსაც ითრევდა კაცი, აიაქსიდან;
    თან უფრო ახალგაზრდაცაა და უფრო ნიჭიერიც ჩანს

  • cezo45
    26 მარ 2022, 16:19

    აუ მაგარი ბანძი ტრანსფერი იქნება და იმედია ჭორია ეს.. თან მინგესაო უმტიტი ან ლენგლე მაინც ჩართონ ამ ტრანსფერსი, მინგესა რაღაც პონტსი მევასება მაინც კარგი მცველია

  • Don_Andresito
    26 მარ 2022, 15:28

    არადა დემბელეს ნახევარიც რო არაა ეს რაფინია. დემბელე არაკაცია და აგენტი 3 ჯერ არამზადა პროსტა ლაპორტა შეჯდა ვირზე და მაგის ხის თავის გამო მორიბას და ლეოს მერე, დემბელეს ჯერ, გავის და არაუხოს კიდე მერე დავკარგავთ. თან უნდა გაარკვიოს ხოდებით მართლა გაფორმებული აქ თუ არა კონტრაქტი წინასწარ პსჟ სთან და თუ სიმართლეა რამე ძალიან ცუდი უნდა გაუკეთოს. ჯერ ტრავმა მიაყენებინოს ვინმეს და მერე ფატის მანიაკ ექიმს მიაბაროს

    ისე ესპანელებზე გადარეული ჩავი მიკვირს პინოს რატო არ იმჩნევს. 19 წლისაა და მაგარი ნიჭიერიც. პოკერი გააკეთა ახლახან. ნაკრებშიც იყო. სანამ 200 მილიონი გახდა უნდა იყიდონ. მინგესა+აბდე+25 მილიონი მშვენიერი გარიგება იქნებოდა. ფლანგის გაწელვის ფუნქციას და 1-1 ზე მცველის მოტყუებას ნამდვილად შეასრულებს. ჩავის დავალებაც ეგაა. გოლის ალღოც აქვს და პედრის ტოლია. თუ არადა და ადამა მაინც დაიტოვონ. 2 ვინგერი გვინდა მაგ ფლანგზე და ტრინკაო კი გაიყიდება ვულვზში თუ არა სხვაგან

  • M10 S9 D11
    26 მარ 2022, 15:20

    რა რაფინია მაგას ჯობია ტრინკაო დააბრუნოთ

  • რივალდო-მესი
    26 მარ 2022, 15:11

    ციტატა: .Gladiator.
    გაგიჟებულან მართლა თუ რაფინიას ყიდვას აპირებენ


    რითი ჯობია ჩვენს დაკუნთულს ვერ ვხდები😕 საერთოდ არ იყიდონ არავინ და ეგ 35 ლიმონი დემბელეს არაუხოს და გავის გადაუნაწილონ. 25 წლის ბრაზილიელი საშუალო ფეხბურთელი რათ გვინდა?

  • .Gladiator.
    26 მარ 2022, 14:44

    გაგიჟებულან მართლა თუ რაფინიას ყიდვას აპირებენ