Mundo Deportivo-მ ჟოან ლაპორტასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის სრული ვერსიაც ხვალ გამოქვეყნდება.
კატალონიური გამოცემა ამ ეტაპზე ინტერვიუს იმ ნაწილს ასაჯაროებს, რომელშიც “ბარსელონას” პრეზიდენტი ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორსზე საუბრობს:
– გადაერთო “ბარსა” მბაპეზე?
ინფორმაციებისა და განცხადებების გამოქვეყნება ყველას თავისუფლად შეუძლია და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია, რომ დიდი კლუბები მაღალი დონის ფეხბურთელებით ინტერესდებიან.
მაგრამ მე ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ, რადგან ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში გავაკეთებ, კლუბის ინტერესების დაზიანებაა. თუ იმ მოთამაშეზე ვისაუბრებთ, რომლის დამატებაც გვსურს, ჩვენ მხოლოდ მის ფასს გავზრდით.
არც ამ და არც სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მსურს, რადგან ეს კლუბის ინტერესებს დააზიანებს.
ტექნიკური გუნდი და სპორტული დეპარტამენტი მუშაობენ შემადგენლობის გაძლიერებაზე, რომელიც სულ უფრო უკეთესი ხდება, ჩვენ უფრო და უფრო კმაყოფილები ვართ.
მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ყველაფერზე მაღლა გუნდს ვაყენებთ. შემადგენლობა ყველა ხაზში გაძლიერდა. ჩვენ არ ვზრდით და არ ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდზე მაღლა დგანან.
ჩვენ გვინდა, არსებული გუნდი გავაძლიეროთ, რომელიც “ბარსას” სისტემაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობს. ეს სტილი ჩემთვის ყველაფრის გასაღებია.
– ფიქრობთ, რომ “რეალის” 4-0 დამარცხების შემდეგ მბაპესთან დაკავშირებული ჭორების გავრცელება დამთხვევაა?
– რამდენიმე დღის წინ სახელფასო ლიმიტი გახდა ცნობილი, რომელიც უარყოფითია. აქვს “ბარსას” ფეხბურთელების დამატების უნარი?
ჩვენ ვმუშაობთ, რათა ლა ლიგის მიხედვით განსაზღვრული სახელფასო ლიმიტი შევამციროთ, რათა მოთამაშეების შეძენა და გუნდის გაძლიერება შევძლოთ.
ჩვენ ფინანსური საკითხის მოგვარების პარალელურად, შემოსავლის გაზრდაზე ვმუშაობთ, რათა საჭირო სახელფასო ხარჯები გვქონდეს, ამასთან ვცდილობთ შემადგენლობის გაძლიერებას, რაც, ვფიქრობთ, გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
– ორი კვირის წინ ჰოლანდის შესახებ გკითხეს და თქვენ უპასუხეთ, რომ ისეთს არაფერს მოიმოქმედებთ, რაც კლუბის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. ისევ ფიქრობთ, რომ ის სხვა გუნდებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე “ბარსასთან”?
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ისეთ ოპერაციას არ განვახორციელებთ, რომელიც კლუბს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
ეს იყო მაქსიმუმი, რასაც ჩემი ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ვაკეთებდით. ჩვენ იგივე ფილოსოფიით და იმ კრიტერიუმით მუშაობას გავაგრძელებთ, რომ კლუბს საფრთხე არ შევუქმნათ.
თქვენ შეგიძლიათ, ისაუბროთ ფეხბურთელებზე, მსხვილ ფულად ოპერაციებზე, რომლებშიც “ბარსას” საკუთარ თავს არ დაკარგავს.
“ბარსელონაში” მოსვლა ბევრ ფეხბურთელს სურს, მათ მოსწონთ კლუბი, გუნდი, ჩვენი ფილოსოფია, მუშაობის მეთოდი, ფეხბურთის გაგება. და ეს კარგია, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვამოწმებთ. მათ მოუწევთ “ბარსას” სახელფასო დონესა და ეკონომიკურ სტრუქტურასთან ადაპტირება, რომელიც კლუბის სტაბილურობასა და ბალანსს ინარჩუნებს.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბრით კლუბის ინტერესებს ვაზიანებთ – ნაწყვეტი ჟოან ლაპორტასთან ინტერვიუდან
აბა ზოგადად ფეხბურთელებზე უნდა ვილაპარაკოთ, ინტერვიუს რაღა აზრი აქვს.
ვერ დავამუღამე ჰოლანდი რა ბაპე კი ხატავდა ბარსას დააკვდებოდა
მართალს ამბობს ეს კაცი, ყველაფერში ვეთანხმები.♥️
მესი არგენტინაში ხო სულ სხვაა, მაგრამ უბრალოდ ამ რაფინიას რომ დასდევენ დი მარიას დააკვირდით, უბრალოდ კლასია, არგენტინის ყველა თამაშში მესის მერე საუკეთესოა, პსჟ-შიც როცა დრო ეძლევა ძაან მაგარია. კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და რატომ არ მოჰყავთ ვერ ვხდები
რა სთორი? არაფერია ისეთი
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ისეთ ოპერაციას არ განვახორციელებთ, რომელიც კლუბს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
მორჩა, გასაგებია ყველაფერი. ძალიან გაჭირდება ვინმე ძვირი ფეხბურთელის ყიდვა ისე რომ ისევ საკუთარი ფეხბურთელების იმედზე უნდა დავრჩეთ. და არც ისე ცუდად გვაქვს საქმე. ერთი ფატი დაბრუნდებოდეს და გაგვაგებინა რა იქნება დარჩება თუ არა ისევ ისეთად თუ დაასრულა უდროოდ კარიერა.
მბაპეს სთორი ნახეთ ინსტაგრამზე ? 😀😀😀
აბაა სად პსჟ-ს და სად არგენტინას მესი.ტიპი გიჟივითაა ნაკრებში.
ესეც დრომოჭმული მესი… მესი ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზეა, შეიძლება ძველებური სიჩქარეები აღარ აქვს, თუმცა საკმარისი კლასი შემორჩა იმისთვის, რომ კვლავ საუკეთესო იყოს, გამოჩნდა, რომ პსჟ-შია პრობლემა და არა ლეოში, როცა ლეოს ვერ იყენებ, მას ვერ არგებ გუნდსა და ტაქტიკას, შენ ფეხბურთი არ იცი და უნდა წახვიდე!
რაღაცას ჩათლახობს ეს უეჭველი
ერთი რაშიც წინა პრეზიდენტია დამნაშავე მენახირე მწვრთნელები და მათივე მოთრეული სამედიცინო და ფიზ სასტავია. მაღალი ხელფასებიო კი ამობთ მარა ქონდა და ხარჯავდა. კოვიდ პანდემია სიზმარში ვერ დაესიზმრებოდა და გათვლილი მილიარდიანი შემოსავლის საქმეში ჩაჯმა. ეხლა ამაზე კლუბზე მაღლა არავინ დგაო არაუცო გავი დემბელეს მიანიშნა პოჭოები დააყეთ რასაც გაძლევკე აიღეთ ან არა და მესი და მორიბასავით ააცვით აქედანო მესიმაც დაბლოკა ამისი პირველი შეთავაზება 2+1 როგორც იქ აქ მარა არა ვადა გაიყვანა რო 5 წლიანი მიეღო და აყენებული მიიღო. რაღაც მხრივ კაი მიდგომები აქ მარა არ ვლაპარაკობ ვისუთ ვინტერესდებიო და ახალი დე იონგები არ მოყაროს სეზონის ბოლოს
აპრილის ბოლოს დაველოდოთ, ანსუ რომ დაბრუნდება
თუკი მოაგვარა ტრამვიანობის საკითხი და ბოლომდე გამოჯანმრთელდა, მაშინ კარგა ხნით შეიძლება დამშვიდება
რაღაცას გახლართავს ბოლოს ასე მგონია.
ბართომეუს ბრალია
თუ სახელფასო ლიმიტის შემცირებაზე მუშაობენ რაის ჰოლანდი.დ ტყუილი ბაზარია ,აბა მაშინ ვინმე ალტერნატიული ვარიანტია საჭირო,ლიგაზე ამ შემადგებლობით შორს ვერ წავალთ.