ფრანგული გამოცემა L’Equipe ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” კილიან მბაპესთვის ბრძოლას შეუერთდა – კლუბში სჯერათ, რომ ისეთი წინადადების შეთავაზებას შეძლებენ, რომელსაც ფრანგი ვარსკვლავი აუცილებლად განიხილავს. თანაც, გუნდს მისი ტრანსფერი, ერლინგ ჰოლანდთან შედარებით, უფრო იაფი დაუჯდება.
მბაპეს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კარს “ბლაუგრანასთვისაც” არ ხურავს – ფეხბურთელს, რომელიც პრიორიტეტს სპორტულ პროექტს ანიჭებს, კატალონიური გრანდის მოსმენა სურს.
ფრანგული პრესის ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” აპირებენ, რომ კილიანი ჩავი ერნანდესს შეახვედრონ, რომელიც მას კლუბის პროექტს გააცნობს. ფრანგს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რის გამოც “ბარსელონას” წინადადების განხილვას გეგმავს.
როგორც L’Equipe ირწმუნება, “ბარსა” მისთვის ბრძოლას ნამდვილად შეუერთდა და პირველი ნაბიჯი გადაგდა. კლუბში ფიქრობენ, რომ დიდი სესხის აღებისა და Spotify-სთან შეთანხმების წყალობით, ამ ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ. თუმცა, წყარო იმასაც დასძენს, რომ მბაპეს შეძენაში ფავორიტი “რეალია”.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ხოსე ბაროსო, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, L’Equipe-ში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი და კილიან მბაპეს გარემოცვასთან დაახლოებული პირია.
Transferts : le FC Barcelone se positionne pour Kylian Mbappé
Alors que l'avenir de l'attaquant balance toujours entre le Real Madrid et le PSG, le club catalan est passé à l'action. Il part de loin, mais Kylian Mbappé n'a pas fermé la porte https://t.co/MM2QRNvyZq pic.twitter.com/0a72yyoBoi— L'ÉQUIPE (@lequipe) March 24, 2022



ჩიტი ბრდღვნად ღირს. თუ ეს დავითრიეთ, გავ-კარი ჰოლანდს. თუ ვერა საქმე მაინც გავურთულოთ ფლორას.