workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ბენიატ ტურიენტესითა და ხონ კარიკაბურუთი ინტერესდება

ბარსელონა ბენიატ ტურიენტესითა და ხონ კარიკაბურუთი ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით ინტერესდება. 

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, 20 წლის ნახევარმცველი, ბენიატ ტურიენტესია, რომელსაც ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ბენიატის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

მეორე მოთამაშე, რომელსაც “ბარსა” თვალს ადევნებს, ხონ კარიკაბურუა (ამპლუით, – შემტევი). მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, “სოსიედადთან” ხელშეკრულება კი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. 

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ ტურიენტესი და კარიკაბურუა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ, მათი შეძენა მარტივი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2022, 16:08

    ეგება ჯერ მბაპე, ჰოლანდი და ლევანდოვსკის კონტრაქტები მოგვეგვარებინა, რომლებიც თურმე უკვე მოგვყავს და მერე გვეფიქრა ამ ბენიატ ტურიენტესზე და ხონ კარიკაბურუაზე(ენას მოიტეხავს კაცი, აფსუს ლეო მესი. გინდა გვარით მოიხსენიე გინდა სახელით)

  • shu1987
    schedule 25 მარ 2022, 12:17

    ორივე კუტუაა და ინტერესის იქეთ თუ არ წავა საქმე კაია

  • DesmondHume
    schedule 25 მარ 2022, 03:36

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: DesmondHume
    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ


    გარემარბი უფროა. ორივეს თამაში მინახავს. არ გადავრეულვარ მარა წავა რა. პროსტა ამხელა კონტრაქტი და ამხელა გამოსასყიდი როგორ უნდა დაძლიონ? ალბათ სამომავლოდ უფრო იფიქრებენ როცა მოიხოდებიან პირველ გუნდში ორივე და კონტრაქტშიც ვადა შეუმცირდებათ


    კი ეგრე აჯობებს თორე ისედაც ორივეს საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და პლიუს 50-60 მილიონის გადახდა ახლა ნაღდად არც შეუძლია კლუბს.

  • Don_Andresito
    schedule 25 მარ 2022, 03:35

    ციტატა: DesmondHume
    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ


    გარემარბი უფროა. ორივეს თამაში მინახავს. არ გადავრეულვარ მარა წავა რა. პროსტა ამხელა კონტრაქტი და ამხელა გამოსასყიდი როგორ უნდა დაძლიონ? ალბათ სამომავლოდ უფრო იფიქრებენ როცა მოიხოდებიან პირველ გუნდში ორივე და კონტრაქტშიც ვადა შეუმცირდებათ

  • DesmondHume
    schedule 25 მარ 2022, 03:07

    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ