workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ ბარსას სურს, აქ მთელი ცხოვრება დავრჩები – ინტერვიუ ნიკო გონსალესთან

თუ ბარსას სურს, აქ მთელი ცხოვრება დავრჩები – ინტერვიუ ნიკო გონსალესთან

La Vanguardia-მ “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველთან, ნიკო გონსალესთან ინტერვიუ ჩაწერა:

ვიმედოვნებ, გავი და არაუხო კონტრაქტებს კიდევ 15 წლით გაახანგრძლივებენ.
მართალია, ახლა ცოტას ვთამაშობ, მაგრამ მთავარი გუნდია. ვფიქრობ, კონკურენცია დადებითია – ეს დონის ამაღლებაში გეხმარება. პირველ გუნდში რამდენიმე თვე გავატარე და მშვიდად უნდა ვიყო, ვიმუშავო და მიღებული წუთებით ვისარგებლო.
ჩემი კონტრაქტის განსახილველად მალე შევხვდებით, მოქმედი 2024 წელს იწურება. თუ “ბარსელონას” სურს, აქ მთელი ცხოვრება დავრჩები.
ლუის ენრიკემ მითხრა, რომ მოსამატებელი ჯერ კიდევ მქონდა და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები პირველ გუნდში მოსახვედრად საუკეთესო გზა იყო.
ჩავისა და ბუსკეტსისგან ბევრს ვსწავლობ.
16 წლის ასაკში “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა შემეძლო, თუმცა წარმატების მიღწევა ყოველთვის “ბარსელონაში” შემეძლო. ვფიქრობ, საქმეები სწორად არ წავიდა. ასევე, 11 წლის ასაკში “რეალის” შემოთავაზებაზე ვთქვი უარი.
დემბელე? კარგია, რომ მას ჩვენი დახმარება შეუძლია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. 
განსხვავება კუმანსა და ჩავის შორის? მათ მუშაობის განსხვავებული იდეები და მიდგომები აქვთ. ჩავისთან ერთად მოვუმატეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ესპანეთის თასი მოვიგეთ და ლა ლიგისთვის ვიბრძოდით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2022, 16:53

    ეს ბარსას მომავალია, და ჯერ კიდევ იზრდება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 მარ 2022, 08:34

    ჯერჯერობით გავიზე მეტი არ დაუმტკიცებია,ეს განპირობებულია მცირე სათამაშო დროით, თუმცა მთავარია კლუბის სიყვარული 😄 ასე, რომ ჯიგარი ხარ ნიკუშ😍

  • ROUCH
    schedule 24 მარ 2022, 23:05

    სუ ფეხებზე მკიდია გავი ამაზე მეტი არი თუ არა რამით. ასეთების იმედი უნდა გქონდეს და არა იმისი 2 მატჩი რო დაიწყო ძირითადში და უკვე კალკულატორი უჭირავ ხელში

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მარ 2022, 21:10

    კარგი ბიჭია ნიკო, თუ შანსი მიეცება თავის ნიჭს აუცილებლად გამოავლენს, ძალიან კარგი მონაცემებიც აქვს და ჭკვიანია ამავდროულად, წარმატებები ნიკოს

  • shu1987
    schedule 24 მარ 2022, 19:45

    ამ ბიჭზე ძაან ბევრი კომენტარი წავიკითხე ბარსაში რატოა ვერ ვხვდებიო ან საერთოდ ვერაფერს შვრება და ა.შ. არადა ძააან ძააან მაგარი ბიჭია ჭკვიანი ფიზიკურად კარგად დგას და არც გატანა და პასი უჭირს არც მოტყუება რას ერჩით ბავშვია ჯერ ტოო გამოცდილებასთან ერთად მოვა ყველაფერი და ესეც თანდათან ჩაჯდება სასტავში..ეს რომ ცუდი იყოს ან ვინ დააწინაურებდა ან ვინ ათამაშებდა ჩავიზე კომპეტენტურებო ამაზე ცუდა როგორ წერთ ტოო

  • .Gladiator.
    schedule 24 მარ 2022, 19:44

    მეტი დრო უნდა მიიღოს ნიკოლოზმა