workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი ბარსელონას რაფინიასა და ანტონის შეძენას ურჩევს

დანი ალვესი ბარსელონას რაფინიასა და ანტონის შეძენას ურჩევს

“ბარსელონა” ზაფხულში შეტევის გაძლიერებას აპირებს. კატალონიური კლუბი ერლინგ ჰოლანდთან ერთად სხვა ფეხბურთელებსაც აკვირდება.

UOL Esporte-ს ინფორმაციით, დანი ალვესი რეკომენდაციას “აიაქსისა” და “ლიდს იუნაიტედის” გარემარბებს, ანტონისა და რაფინიას უწევს. 38 წლის ვეტერანი კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელების შეძენისკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაფინიას “ლიდსი” დატოვება სურს და ჩავი ერნანდესის პროექტით მოხიბლულია. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდება, მისი ხელში ჩაგდება შედარებით მარტივად იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ანტონის, მისი დამატება ბევრად უფრო რთული იქნება. 22 წლის ბრაზილიელით “ბაიერნი” და სამი ინგლისური კლუბი, მათ შორის, “ლივერპული” ინტერესდებიან. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვებს. “აიაქსი” მის 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    schedule 25 მარ 2022, 18:54

    ლიდსი თუ გავარდა დემბელე ვერ გადაიტანს.

  • nika 54
    schedule 25 მარ 2022, 17:24

    და ადგილები დარჩა ბარსელონაში?

  • sanosano
    schedule 24 მარ 2022, 23:12

    ეს ანტონი მაგარი ბანძი ხასიათის ტიპია. ბოლოს ფეინოორდთან რანაირად იქცეოდა, არ მემეტება ბარსას მაისური მაგისთვის. ვერ მოიხდენს 🙂

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 24 მარ 2022, 20:56

    ანტონი ძაან სკილერია მაგრამ ტენ ჰაგის აიაქსიდან ვინც წამოვიდა არ ივარგა არავინ და ვნახოთ

  • shu1987
    schedule 24 მარ 2022, 19:12

    ენტონი 40-მილიონად ?? იმის ფონზე რომ დემბელეში 145 გადაიხადეს ეს ნაჩუქარია იქნება ძაან მაგარი კლასნია და ჩემი აზრით დემბელეზე გაცილებით ჭკვიანი და ტეხნარია არც სისწრაფე აკლია, რაფინიაც არაა ცუდი თუმცა რომ ვთქვად რაღაც საოცრებებს აკეთებსო არა..

  • Don_Andresito
    schedule 24 მარ 2022, 18:52

    ალვეშს ვინ კითხავს ჩავიმ უნდა შეარჩიოს ვინგერი. ადამას გამოსყიდვის შანსი მცირეა. დემბელეც წავა. არადა რა კარგად იყენებს ორივეს ჩავი. ამიტო ისეთი ვინგერი გვინდა ვისაც ჩავი ასევე იდეალურად გამოიყენებს. 1-1 ზე თამაში უნდა შეეძლოს. მაგრად დაგვისუსტდება ზაფხულში ეგ ფლანგი და კარგად უნდა შეირჩეს მოთამაშე. მაგ ორიდან კარგად მოთამაშე დემბელეს ვერც ერთი ჯობს. დღევანდელ დემბელეზე ვამბობ თორე ერთი მაგისიც წაშავდეს პსჟ ში საიდანაც გამორბიან ახალგაზრდები. მანდ სტარიკები მიდიან მარტო საწველად. რამოსს შეხედეთ. დასცინა პსჟ ეს თავისი პერფორმანსით

  • Zura Gviniashvili
    schedule 24 მარ 2022, 17:37

    მე რომ პრეზიდენტი ვიყო. ჰოლანდის ფული რომ მქონდეს და მაინც ვერ დავითრიო ეგრევე მაგ ფულიტ ვიყიდდი ანტონს და ცენტრალურს ან ნუნიეს ან კიდე ლევერკუზენში რომ არის ის პატარა ტალანტი.. ერთი ფულით ორ პოზიციას გავამაგრებდი თან ორივე ახალგაზრდა მეყოლებოდა მაგრამ მე ვინ მკითხავს :)))

  • Albicelecte
    schedule 24 მარ 2022, 17:15

    ორივე არის გამორიცხული;
    მაგრამ ცანცარათა მოდგმის ტექნიკური ვინგერი არაფერს არ დააშავებს, 22 წლისაა და ბურთის ფლობა-გამწვავება-პასი-დარტყმა აქვს იდალური
    მე ანტონის ტრანსფერს ვემხრობი თუკი დემბელე წავა
    მაშინ 9-იანის მოყვანაც ზედმეტია, ფატი-ობამა და თურამე ფერანიც…

  • basa7
    schedule 24 მარ 2022, 17:10

    მომკალით და არც ერთის მჯერა არც მეორის. ეს ანტონი ტექნიკური კია მაგრამ აქ რამდენად ივარგებს ეგაა საქმე.

  • La Pulga10
    schedule 24 მარ 2022, 17:09

    რაფინიას ანტონი ჯობია მოიყვანონ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 მარ 2022, 16:56

    დემბელე თუ წავა ანტონია მოსაყვანი

  • M10 S9 D11
    schedule 24 მარ 2022, 16:53

    რაფინია არ ვიცი და ანტონი უეჭველი მოსაყვანია

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 მარ 2022, 16:20

    ლაპო ბოლოს მგონი სუპერ სიურპრიზს გვიმზადებს!
    99% ჰალანდს გაჩითავს

  • ani-messi-goat
    schedule 24 მარ 2022, 15:34

    ჰალანდს თუ ვერ იყიდიან ღირს მაგ თანხის გადახდა ანტონიში, ბრაზილიელი როა ეგ კია მინუსი მარა არაუშავს :დ

  • ROUCH
    schedule 24 მარ 2022, 14:52

    ეხლა ამან დაიწყო ბრაზილიელების ლობირება. მანამდე მესი ჩალიჩობდა ლაუტაროს შემოტენვას და სუარესი ვიღაცა ურუგვაელს უწევდა რეკომენდაციას. მოკლედ ყველა როგო თავისი ნაკრებისთვის ჩალიჩობს

  • gecheche
    schedule 24 მარ 2022, 14:49

    ან ერთი უნდა მოვიდეს ან მეორე მე ანტონი უფრო მომწონს რავიცი ჰალანდზე ამდენის დახარჯვას ამ ორიდან ერთი რო მოიყვანონ აჯობებს