workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპიტნობას ნელ-ნელა ვეჩვევი – ინტერვიუ ჟორდი ალბასთან

კაპიტნობას ნელ-ნელა ვეჩვევი – ინტერვიუ ჟორდი ალბასთან

Cadena Ser-მა “ბარსელონას” მარცხენა მცველთან, ჟორდი ალბასთან ინტერვიუ ჩაწერა:

 – “ელ კლასიკოზე” რას გვეტყვით?

“ბერნაბეუზე” ოთხი გოლის გატანა მარტივი არასდროსაა. “რეალი” ჩვენი მუდმივი მტერია. ეს შესანიშნავი თამაში იყო, რომელშიც მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო

 – როგორია ესპანეთის ნაკრების კაპიტნობა?

ამას ნელ-ნელა შევეჩვევი. ნაკრებში ბევრი წლის განმავლობაში მითამაშია და ვიცი, რომ კაპიტნის სამკლავური ძალიან მნიშვნელოვანია.

 – ლა ლიგის მოგება შესაძლებელია?

ეს რთულია. “რეალი” დიდებულ სეზონს ატარებს, მათ მხოლოდ რამდენიმე თამაში წააგეს. მაგრამ ჩვენ გუნდში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა.
დაბრუნდა თუ არა “ბარსელონა”? ვნახოთ. ბევრი თამაში დარჩა, მაგრამ “ელ კლასიკოს” მოგება დიდებული გრძნობაა. ახლა მატჩების მოგება უნდა განვაგრძოთ. 

 – ეროვნულ ნაკრებზე გვესაუბრეთ 

მე კიდევ უფრო ვამაყობ, რომ ესპანეთის ნაკრებს წარმოვადგენ. დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვარ. ვცდილობ, ჩვეული გზით თამაში განვაგრძო მიუხედავად იმისა, ვარ კაპიტანი თუ არა.

ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად ან ცუდად. კრიტიკას ყველას იღებს, მე პირველი აღვნიშნავ, როდესაც სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობ.

არ გადამიწყვეტია, დავრჩები თუ არა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. 

რამდენიმე წელია, რაც ლუის ენრიკეს ვიცნობ და ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

 – ლეო მესიზე რას იტყვით?

“ბარსელონაში” მთელი ცხოვრების გატარების შემდეგ პსჟ-ში გადასვლა მესის, ისევე, როგორც “ბარსას” ფანებს, ბევრი უჯდებათ, მაგრამ ეს ფეხბურთია. 

ვიმედოვნებ, ლეო დაბრუნდება. 

მესი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. დიდებული იქნება, თუ ის “ბარსაში” დაბრუნდება. მისი წასვლა ძალიან განვიცადე. დიახ, მასთან ერთად თამაში კვლავ მსურს, მაგრამ “ბარსელონაში” და არა პსჟ-ში.

 – პედრიზე რას გვეტყვით?

პედრი ინიესტას მახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ანდრესი უნიკალურია. პედრი გასაოცარია, თითქოს, ფეხბურთს 15 წელია თამაშობს. ის ძალიან თავმდაბალია.

 – დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რას იტყვით?

ვფიქრობ, ეს კლუბმა უნდა გააკეთოს. ის საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მოტივირებულია, მე არ ვიცი, უსმანი რას გააკეთებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ის დარჩება.

 – მბაპე თუ ჰოლანდი?

არ ვიცი, რა გითხრათ. მბაპე გიჟური ფეხბურთელია და ეს “რეალთან” აჩვენა. ჰოლანდი ახალგაზრდაა და უამრავ გოლს იტანს.

 – “რეალის” რომელ ფეხბურთელს მოიყვანდით “ბარსაში”?

მე მომწონს მოდრიჩი, თუმცა ახლა შესანიშნავი ახალგაზრდა ნახევარმცველები გვყავს.

 – ასპილიკუეტაზე რას იტყვით?

მინდა, ის “ბარსელონაში” ვიხილო. სესარი შესანიშნავი პროფესიონალია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2022, 17:29

    ნამდვილი კაპიტანია, უკეთესს ვერ ნახავდნენ. ისტორია გრძელდება ესპანეთში, კაპიტანი ყველაზე გამოცდილი უნდა იყოს. ან რეალიდან, მაგრამ კარვახალი ნამეტანი იქნებოდა.

  • shu1987
    schedule 24 მარ 2022, 19:17

    ამის ხასიათიდან გამომდინარე ეს და კაპიტნობა ?? მაგარი კვერცხია უზრდელი ტიპია მტირალა და წუწუნა…

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 24 მარ 2022, 17:12

    ციტატა: Jemo-barca
    ეჰ ალბაა ნეტა ერთი 5 წლით პატარა იყო ეხლა <3


    ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა

  • Jemo-barca
    schedule 24 მარ 2022, 15:22

    ეჰ ალბაა ნეტა ერთი 5 წლით პატარა იყო ეხლა <3