“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, რომელმაც გულის პრობლემების გამო საფეხბურთო კარიერა მიმდინარე სეზონში დაასრულა, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – BARÇA EMOJIS – თავის ბოლო თანაგუნდელებს შესაფერის ემოჯებს უსაბამებს.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ლეგენდამ, რომელმაც “ბარსაში” სულ 5 მატჩის ჩატარება და 1 გოლის (“რეალის” კარში) გატანა მოასწრო, სმაილები გუნდიდან იანვარში წასულ ფილიპე კოუტინიოს, იუსუფ დემირსა და ინიაკი პენიასაც შეურჩია. თუმცა, არ არიან ახალი შენაძენები – დანი ალვესი, ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ადამა ტრაორე.
*ვიდეო გასული წლის ოქტომბერშია ჩაწერილი – ფეხბურთელის დიაგნოზამდე რამდენიმე კვირით ადრე.
იხილეთ კუნ აგუეროს არჩევანი:
ტერ შტეგენი – 🍺
დესტი – 🎁
პიკე – 📲
არაუხო – 💪
ბუსკეტსი – ✌
პუჩი – 🍿
დემბელე – 🚀
დეპაი – 🤙
ფატი – 📣
დემირი – 🎨
ბრეითუეიტი – 😜
ნეტუ – 😇
კოუტინიო – 🎶
ლანგლე – 🛀
პედრი – 🍔
ლ. დე იონგი – 🆒️
ალბა – 🪰
აგუერო – 🎮
რობერტო – 🥘
ფ. დე იონგი – 😅
მინგესა – 🍳
უმტიტი – 🔥
გარსია – 🛴
პენია – 😈




უმტიტი მართლა ბრაზიანია, ერთხელ მახსოვს(მაგარი რო იყო) შტეგენმა თავის სტილში მიჰქარა და ამან შტეგენის საკუთარ კარზე წამოწყებული შეტევა რო მოიგერია კუთხურზე, მივარდა და ისე უბღვერდა მუშტებშეკრული მეგონა ეხლა მოსდებს მეთქი სიფათში. სანამ შტეგენმა არ მოიბოდიშა ესე პირისპირ ედგა და იჭმუხნებოდა. სწორედ მაშინ გამახსენდა პუიოლის გამომეტყველებები როცა ძაან ბრაზდებოდა ხოლმე თანაგუნდელების დებილურ ქმედებებზე.
ძველი გადაღებულია ალბათ, მინგესაზე მაგარი გააძრო, შემწვარ კვერცხს გავსო
სირობა 😃
რა ჯიგარია 😂 რა შედარებები გააძრო ტიპმა 😂. ახლა არგვიჭირს შეტევაში, მაგრამ ვფიქრობ თავის ადგილს დაიმკვიდრებდა, რომარა გულის პრობლემები.