ფაბრიციო რომანო ჯანლუკა დი მარციოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ფრანკ კესიემ “ბარსელონასთან” შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
“ბლაუგრანამ” ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწია. რომანოს ცნობით, კონტრაქტი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება.
კოტ დ’ივუარელის წლიური ხელფასი 6.5 მილიონი ევრო იქნება.
კესიე “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და “ბარსელონას” უფასოდ უერთდება. ამ ტრანსფერის განხორციელებაში დიდი როლი ჩავი ერნანდესმა შეასრულა.




ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გავი, კესი, ნიკო, ტორე.
ძალიან მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება მომდევნო სეზონში
მადლობა ჩავის! იმედია გაამართლებს.
ამის მოყვანა ისევ და ისევ ახალგაზრდების ზრდას დაარტყა ს ზურგში დანას. თუმცა ხავიმ ალბათ იცის რასაც აკეთებს. მე ეს არასოდეს მომწონდა და ეხლა არ დამიწყოთ ბარსელონას დნმ აქვსო და ბარსას ფსიქოლოგიაო ))))
ამას 6,5 მილიონიო, საინტერესოა არაუხო და გავი რამდენს ითხოვენ, რომ ასე ჭიანურდება მათი კონტრაქტის ამბავი, თუ არაუხო 6-8 ის ფარგლებში ითხოვს და არ უფორმებენ მაშინ დასახვრეტია ლაპორტა, კესეს რა ლოგიკით უნდა ჰქონდეს არაუხოზე მეტი ხელფასი, კაი ვთქვათ გავი ჯერ ბავშვია და 4-5 იც საკმარისია გავისთვის, იმედია იცის ლაპორტამ რასაც აკეთებს
ძალიან კარგი ტრანსფერია მართლა
საყრდენი აუცილებლად მოსაყვანია , მგონია რომ ფრენკი წინ წაწეული უფრო სასარგებლოა და ნიკო ჯერ ადრეა , რომ ჩაიბაროს ბუსის ადგილი , თუმცა მგონია რომ ერთი წლის მერე საყრდენი ეგ იქნება , ამიტომ გამოცდილი ფეხბურთელი არ გვაწყენდა , თანაც იტალიური დაცვის ტაქტიკური ცოდნით , თუ არ გაამართლებს და ჯანიაინ და მორბენალ ფეხბურთელებზე , როდის არ ყოფილა მოთხოვნა ?!
აუ…რა დროს სამედიცინო შემოწმებაა…?
ეს ბუსის პოზიციაა იმენა? ფრენკი არ განიხილება მაგ პოზიციაზე ესეიგი და ამიტომ მოყავთ ,არადა მეგონა ფრენკი ან ნიკო ჩაიბარებსა საყრდენის პოზიციას
პაულინიო ვიდალი კეიტა და კესი რა
ბუსკეტსი მიდის MLS-ᲨᲘ
აი ეს რატო მპოყვანეს აი რატო