workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი: მესი ყოველთვის მეუბნებოდა: “სხვაგან, სად შემიძლია, თავი ამაზე ბედნიერად ვიგრძნო?”

დანი ალვესი: მესი ყოველთვის მეუბნებოდა: “სხვაგან, სად შემიძლია, თავი ამაზე ბედნიერად ვიგრძნო?”

“ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, დანი ალვესი რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს. 

მესი პსჟ-ში ბედნიერია თუ არა? ვფიქრობ, არა. ის პარიზში სიამოვნებას ვერ იღებს, რადგან ლეო ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის და ეს მაშინ ხდება, როდესაც კარგი დრო უდგას. როცა არგენტინელი ფორმაშია, სხვებს სიამოვნებას ანიჭებს.

მესი ყოველთვის მეუბნებოდა: “სხვაგან, სად შემიძლია, თავი ამაზე ბედნიერად ვიგრძნო?” მე ვამტკიცებ, რომ “ბარსელონაზე” უკეთესი ადგილი არ არსებობს. 

ვიმედოვნებ, ლეო დაბრუნდება. მას, გარკვეული მიზეზების გამო, წასვლა მოუხდა, მაგრამ, თუ ისევ აქ გადმოვა, ერთად თამაშს კვლავ შევძლებთ.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ “რეალთან” მოგება? რა თქმა უნდა, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სტილი, რომელიც განსხვავებულს გვხდის, არ უნდა დავკარგოთ.

პედრი ახალგაზრდაა, რომელიც ყველაზე მეტად მაოცებს. ის ძალიან ნიჭიერია და ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. რასაც გონსალესი აკეთებს, არავის შეუძლია.

ჩავი ჩემი თანაგუნდელი იყო, ახლა კი ჩემი მწვრთნელია? მას ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც დღეს. ის არის ადამიანი, რომელმაც ფეხბურთზე ბევრი რამ იცის და ამას თამაშისას ამტკიცებდა, ახლა კი ამას თავისივე გუნდი აკეთებს.

“ბარსა” დავტოვე, მაგრამ მას თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ვფიქრობ, კლუბს ხასიათი აკლდა – მე სწორედ ეს მაქვს: კონკურენციის სურვილი და წაგებასთან შეურიგებლობა. მხოლოდ მუშაობა არ კმარა – სურვილი და ქარიზმა უნდა გქონდეს.

– ციტირებს მის სიტყვებს ESPN.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 მარ 2022, 11:56

    ციტატა: me da barca
    ყველას ვაფასებ, ვისაც გუნდი გულით უყვარს. მეზიზღება ყველა მორიბას მაგვარი ხალხი. საქმეს, როცა სიყვარულით აკეთებ შედეგიც სულ სხვაა.


    არც დემბელეს ეტყობა რომ ბარსაზე დარდი კლავს. ეგ მეორე მორიბაა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 მარ 2022, 08:29

    დღეს ვინც გუნდშია და ძირითადში, ვისი იმედიც გვაქვს და ვიქნებიც ამართლებენ ამ იმედებს, ყველას გუნდი ძალიან უყვარს, სჯერათ მწვრთნელის და ა.შ ეს წარმატების საწინდარია ❤️❤️ თუ კლუბი არ გიყვარს არაფერი გამოვა

  • me da barca
    schedule 18 მარ 2022, 07:03

    ყველას ვაფასებ, ვისაც გუნდი გულით უყვარს. მეზიზღება ყველა მორიბას მაგვარი ხალხი. საქმეს, როცა სიყვარულით აკეთებ შედეგიც სულ სხვაა.

  • cruyff9
    schedule 18 მარ 2022, 03:24

    ეს კაცი წარმატების თილისმაა😍😍როცა კარიერს დაასრულებს შტაბში რამე ადგილიი უნდა მოვუნახოთ