“გალათასარაისთან” მოგებული მატჩის შემდეგ, მატჩის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი, პედრი გონსალესი კომენტარს აკეთებს:
გოლის ეპიზოდს კარგად ვერ ვიხსენებ, განმეორებით უნდა ვნახო. მოედანზე ყველაფერი თავისით ხდება.
ლიონელ მესის სტილში გავიტანე? ლეოს ბევრად უკეთესი გოლები გაჰქონდა, მასთან შედარება სიგიჟეა.
სტადიონი, სადაც ასეთი ზეწოლაა, პირველად ვნახე – ეს სიგიჟე იყო. თუმცა, ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ. დღეს პირველ მატჩზე ბევრად უკეთესად ვითამაშეთ.
წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია, მაგრამ, კი, ევროპა ლიგის მოგების ფავორიტები ვართ. ვიმედოვნებ, თასს აღვმართავთ.
“ბერნაბეუზე” სათამაშოდ ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. “რეალის” დასამარცხებლად ყველაფერს გავიღებთ.
თურქების კარში პედრის გოლი ნამდვილად შედევრი იყო – მან ტექნიკური მოძრაობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი წყნარად შეაგორა.
OptaJose-ს ინფორმაციით, გონსალესი 21-ე საუკუნეში პირველი თინეიჯერია, რომელმაც “ბარსას” მაისურით ევროპა ლიგაზე გაიტანა. აქამდე ეს ივან დე ლა პენიასა (“ბაიერნის” წინააღმდეგ, 1996 წელს, 19 წლისა და 346 დღის ასაკში) და როჟერს (“სევილიასთან”, 1995 წელს, 18 წლისა და 355 დღის ასაკში) გაუკეთებიათ.




არ უნდა წამლები, მაგას თავისი ღვარძლი დაახრჩობს. ოღონდ ბარსა რო რეალს ხმარობდა მაშინ სად იყო ისაა საინტერესო.