ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), დესტი (97%) და ალბა (99%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 64%% დემბელემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “გალათასარაისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – დემბელე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – დემბელე, ობამეიანგი, ტორესი.
ხოდა არაუხოს თითქოს ასვენებსო.
ჩემი აზრით ტრაორეს და დემბელეს ფლანგზე ყოფნით მეტი მომენტი შეიქმნება
კაი შემადგენლობაა
1:4 ჩემი პროგნოზი
დემბელემ ბოლო ღამაში ოსეთი ჩაატარა 100% ველოდებოდი ქართველი გულშემატკივრებისგან 🙂