ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე, ჩავი ერნანდესზე საინტერესო და, ამავდროულად, მოსალოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც რომანო იუწყება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალწვეულები, ისევე, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები, ამბობენ, რომ ჩავი გასაოცარი ადამიანია: გავლენა, რომელიც მას აქვს, სტილი, რომლითაც ის მოთამაშეებს ესაუბრება, სამუშაო, რომელსაც მოედანზე ახორციელებს, და ვარჯიში, რომელსაც ატარებს, ბრწყინვალეა.
“ბარსაში” ყველას სჯერა, რომ ერნანდესი ახალ გუნდს წარმატებით აშენებს და ეს მისი შეგირდების თამაშის ხარისხითა და შედეგებითაც კარგად ჩანს.




მაესტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო მინდორზე, და არც მინდვრის მიღმა არ დარჩება ისე, ჩვენ ხო ვიცით ამ კაცის სტილი, ხედვა და ესე შემდეგ, ეგ თუ შეაგნებინა თავის შეგირდებს, ჩათვალეთ დაგბიბრუნდა ძველი ძლიერი ბარსელონა, რომელმაც იცოდა ბურთის ფასი, წარმატებები მაესტრო….
აღარ ჭირდება ამის ბარსას მესი. მესიმ მაშინ დაღუპა თავისი კარიერა როდესაც ნეიმარის და სუარესის საძმოს შეალია ამბიციები.
რა ქნა?
რა ქნა და ის ქნა რომ დღეს არის გუნდში რომელიც ამ ზაფხულს სულ დაიშლება და დარჩება ისევ მარტო და ეგ მხოლოდ და მხოლოდ თავისი არჩევანია და სხვა არავისი… ვერ დაიჯერა ბარსელონას ახალი პროეკტის და ვერ დაელოდა ხაბის მოსვლას და დღეს კი დარბის პარკდე ფრანსის სტადიონზე თავისი თავის აჩრდილივით… ეხლა ვიცი მეტყვი სახელფასო ჭერი არ აძლევდა დარეგისტრირების საშუალებასო მაგრამ პასუხად გეტყვი რომ თუ კულე ხარ მართლა უნდა ეთამაშა უფასოდ და დალოდებოდა გუნდის გაჯანსაღებას თუნდაც ერთი წელი. რა ბევრს ვითხოვდით მისგან? თუმცა იმაზე მეტი მისცა ბარსამ მესსის ვიდრე სხვა ფეხბურთელებს და მასაც უნდა გადაედგა ეგ ნაბიჯი.
ჩავი თუ ასე უყვართ ფეხბურთელებს ამ გავის და არაუხოს რა ეტაკათ? გააგრძელონ კონტრაქტები.
აღარ ჭირდება ამის ბარსას მესი. მესიმ მაშინ დაღუპა თავისი კარიერა როდესაც ნეიმარის და სუარესის საძმოს შეალია ამბიციები.
რა ქნა?
ამ ეტაპზე პროგრესი აშკარაა, მაგრამ შემდეგი სეზონიდან გამოჩნდება რეალურად რა დონესთან გვაქვს საქმე.