“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, Laureus-სთან საუბარში სრულყოფილ ფეხბურთელს ადგენს.
სისწრაფე – კილიან მბაპე
როცა სიჩქარეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მბაპე უნდა ვახსენო. ის პირადად მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სწრაფია.
მარცხენა ფეხი – ლიონელ მესი
ალბათ, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ლეოს მარცხენა ფეხი.
მარჯვენა ფეხი – ანდრეს ინიესტა
ვფიქრობ, ჩემი კუმირის მარჯვენა ფეხი უნდა ავირჩიო – ამ ასპექტში ინიესტას ვასახელებ.
დრიბლინგი – რონალდინიო
აღნიშნულ კომპონენტში რონალდინიო – აბსოლუტური ლეგენდა – საუკეთესოა. მისი ტექნიკა თითქმის ყველას მოსწონდა.
თავით თამაში – კარლეს პუიოლი
მიმაჩნია, რომ მეორე სართულზე პუიოლი ბრწყინვალე იყო.
დარტყმა – ლიონელ მესი
კვლავ ლეოს არჩევა ხომ შემიძლია? აქაც მესის ვასახელებ.
პასი – ჩავი ერნანდესი
პასის მხრივ ბოსი უნდა დავსახელო. ის სრულყოფილ გადაცემებს აკეთებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, პედრიმ ამ ვირტუალური მოთამაშის პირისპირ ნახვის სურვილი გამოთქვა.




აღსანიშნავია, რომ ბოლოს, პედრიმ ამ ვირტუალური მოთამაშის პირისპირ ნახვის სურვილი გამოთქვა.
მერე ანახეს?
მართლაც, 19 წლისა უკვე რეებს აკეთებს და მერე რას იზამს
18 წლის ასაკში ინიესტა და ხავი ვაფშე ვინ იცოდა? ამ ასაკში რასაც პედრი აკეთებს ძაან სერიოზული თემაა, ხავის ხელში მონსტრად ჩამოყალიბდება, გავიც უმაგრესი ბიჭია.