workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი სერჟინიო დესტით ინტერესდება

ბაიერნი სერჟინიო დესტით ინტერესდება

ნუსაირ მაზრაუის მოსვლას, შესაძლოა, სერჟინიო დესტი შეეწიროს.

“ბარსელონა” მაროკოელი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა. გავრცელებული ცნობებით, მაზრაუიმ სხვა კლუბებს უარი უთხრა და “ბლაუგრანაში” თამაში აირჩია.

“აიაქსის” მარჯვენა მცველის დამატება მიუნხენის “ბაიერნსაც” სურდა, თუმცა გერმანელებს სხვა ფეხბურთელზე გადართვა მოუწევთ. Sport1-ის ცნობით, “რეკორდმაისტერი” რამდენიმე უკანახაზელს აკვირდება, მათ შორის დესტსაც. “ბარსელონამ” ამერიკელი უკანახაზელი, შესაძლოა, 20 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

კატალონიური კლუბი მაზრაუისთან ერთად, სესარ ასპილიკუეტასაც იმატებს; დიდი ალბათობით, კონტრაქტს გაახანგრძლივებს დანი ალვესი, შესაბამისად, დესტის დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 16 მარ 2022, 02:53

    ბავარია ყოველ ცენტს ჯოხით დასდევს, რისი გადამხდელია, შვაინებს ყველაფერი მუქთა უნდათ.

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2022, 16:47

    მაზრაუი თუ მოყავთ მაშინ უნდა გაუშვან

  • shu1987
    schedule 15 მარ 2022, 16:24

    💯 ეს არ უნდა გაუშვან ახალგაზრდაა და მოიხოდება ორივე ფლანგზე თამაშობს და ცუდი ნამდვილად არაა..

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 მარ 2022, 15:57

    მე ამას 35 ზე ნაკლებად არ გავყუდდი, პლიუს თუ რამეს მიაღწევს და მოიგებს ბონუსებით, თუარადა ნაცუი აქედან

  • Don_Andresito
    schedule 15 მარ 2022, 15:22

    25+ბონუსები. ახალგაზრდაა და თუ სტაბილურად ითამაშებს შეიძლება გამოვიდეს ამისგან რამე

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 მარ 2022, 15:11

    20 ძაან ცოტაა, 30 მაინც უნდა გამოართვან დესტში,მაგრამ ლაპორტა ოღონდ ფული გააკეთოს მინიმალურ ფასადაც გაუშვებს

  • nika 54
    schedule 15 მარ 2022, 15:10

    20 მილიონი ცოტაა. აბა ერთი ბაიერნს მოვთხოვოთ ვინმე, სულ რო გასაგდები ყავდეთ 50-დან დაგვიწყებდნენ ვაჭრობას.