“ბარსელონა” და სერჟი რობერტო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან და დიდი შანსია, ესპანელმა ზაფხულში გუნდი დატოვოს.
თავად ფეხბურთელს კი დარჩენა სურს. Marca-ს ჟურნალისტის, კარმენ ტორესის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის უნივერსალმა არაერთი შეთავაზება მიიღო, ის პრიორიტეტს “ბარსელონასთან” ხელშეკრულების გაგრძელებას ანიჭებს.
როგორც ცნობილია, რობერტოს შენარჩუნება ჩავი ერნანდესსაც სურს, თუმცა მესამე კაპიტანი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ “ბარსას” ბოლო შეთავაზებას დათანხმდება, რომელიც თავდაპირველად უარყო – კლუბი მისთვის ახალი წინადადების წარდგენას არ აპირებს.




რა ენაღვლება)))
რაც ეს აღარაა და ის ყვითელთავა, კლუბი კლუბს დაემსგავსა🙂
ანუ დარჩენაც უნდა და ხელფასის შენარჩუნებაც? მაგარი უნამუსო ყოფილა 30 წლისას რა კონტრაქტი უნდა 5 წლიანი? მიეშვან ჯანდაბაში წასულა.
ტრამვები თვითონ ამას აქვს და როგორ უნდა გამოიყენო 😁
არანაირად არ მინდა ამის დარჩენა,ეს ითხოვს 10-12 მილიონს და იდეაში 3-4 მილიონი ეკუთვნის, ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს
ტიპს მთელი წელი არ უთამაშია და გახანგრძლივებაო ??? მითუმეტეს გუნდის მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ხუთეულშია და ეს მაქსიმუმ 3-4 მილიონზე უნდა დატოვო ეგეც ზედმეტია ამისთვის აწი და არამგონია დათანხმდეს..გასაშვებია აუცილებლად..
დაბალ ხელფასზე უნდა დარჩეს აუცილებლად. ტრავმიანობის და გადაღლილობის დროს ძალიან გამოსადეგი იქნება. ღმერთმა ქნას და თუ მივაღწიეთ ისეთ დონეს რო მაგალითად ესპანიოლის დონის გუნდებს კვლავ ცალი ფეხით ვუგებდეთ, ძალიან დიდი იქნება ამისი სარგებლიანობა მსგავს მატჩებში.
არ უნდა გაუხანგძლივონ, დარჩება თავისუფალ აგენტად და წაიყვანს რომელიმე გუნდი, აბა ამხელა ხელფასი ამ უვარგისს რატო უნდა ჰქონდეს?
არაფერში გვჭირდება ეხლა რობერტო,ტყუილად ადგილი უნდა დაიკავოს.