ჟოან ლაპორტას მრჩეველი, ჟორდი კრუიფი უსმან დემბელეს ხელშეკრულების შესახებ საუბრობს:
ფრანგის კონტრაქტის გახანგრძლივება მარტივი პროცესი არაა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ სეზონის ბოლომდე უსმანი გუნდს დაეხმაროს, შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება.
“ოსასუნასთან” მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვიმედოვნებ, ფრანგი ჩვენთან დარჩება, ისევე, როგორც სხვები, რომლებსაც კონტრაქტები ჯერ არ გაუხანგრძლივებიათ.
ფერანი? მასზე გარეთ უფრო დიდი ხმაური იყო, ვიდრე შიგნით. ხალხი ტორესს მომენტების გაფუჭების გამო აკრიტიკებდა, თუმცა, კლუბში მასში ეჭვი არასდროს არავის ეპარებოდა.
დემბელე ბოლო პერიოდში, ჩავის ხელში მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.




დემბელეს ნეიმარის ბედი ელის წასვლიდან 6 თვეში რო ატირდა დამაბრუნეთო. თუ ვინმეს ეეჭვება მორიბას "კარიერას" გადახედოს.
ფაქტია ჩავის ხელში ათამაშდა
ჩემი აზრით წასვლა უნდა ან იმდენად დებილიო რომ მართლა ჯერა რომ ვინმე 40 მილიონს გადაუხდის, ასე რომ ძაან გაუგებარი ფეხბურთელია, ხან საოცარ თამაშს ატარებს და ხან ისე საშინელია რომ ფეხბურთელის სახელს შეგაძულებს, ჩავის ხელში კი აშკარად კარგად ათამაშსა და ვნახოთ რა იქნება ზაფხულამდე
მოვიდა მწვრთნელი და დაემზგავსა ფეხბურთელს ობამეიანგს რო გაატანინა ძველი ბრატები როგორ უცინოდნენ ერთმანეთს მეტი დრო მათ დუეტს სანამ აქაა. ამას კიდე თავი მართლა მრჩეველი ხო არ გონია პიარის ნაწილი ხარ ლაპორტასი აღარ დაჭირდები გადაგაგდებს უკან გამოსმული ქაღალდივით