ბოლო დროს “ბარსელონამ” ეფექტურ და ეფექტიან თამაშს უკლო. ზედიზედ სამ მატჩში 4 გოლის გატანის შემდეგ ჩავის გუნდმა ჯერ “ელჩესთან” იწვალა, შემდეგ კი “გალათასარაის” “კამპ ნოუზე” ვერ მოუგო. თუმცა გულშემატკივრებში ოპტიმიზმი არ განელებულა. “ბარსა” კვლავ ევროპა ლიგის ფავორიტთა შორისაა, ლა ლიგაში კი კატალონიელები არათუ ოთხეულს, არამედ უკვე მეორე ადგილს უმიზნებენ.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” ლა ლიგაში საუკეთესო ფორმაშია. “ბლაუგრანამ” ბოლო 3 თამაში მოიგო, უკანასკნელ 11 შეხვედრაში კი კატალონიელებს წაგება არ აქვთ.
“ოსასუნა” ცხრილის შუაში კომფორტულად იმყოფება. პამპლონელებს არც გავარდნა ემუქრებათ და ისინი ვერც ევროტურნირის საგზურისთვის იბრძოლებენ. იაგობა არასატეს გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში უქულოდ დარჩენის შემდეგ “ვილიარეალს” საკუთარ კედლებში სძლია, სტუმრად კი “ოსასუნას” ბოლო 3 მატჩში 2 მოგება აქვს. ერთი საინტერესო დაკვირვება – “ოსასუნას” ბოლო 9 თამაშში გოლი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა.
დანაკლისი
“ბარსელონას” სერიოზული დანაკლისი არ აქვს. ისევ ტრავმირებულები არიან ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი, მაგრამ ჩავის “ბარსელონასთვის” მათ არყოფნას მნიშვნელოვანი დანაკლისი არ ეთქმის. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია ნიკო გონსალესი.
“ოსასუნას” ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ჩიმი ავილა დისკვალიფიცირებულია, ხოლო სათადარიგო მარჯვენა მცველი ხესუს არესო ტრავმირებული.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთთან დღეს 92-ე შეხვედრას გამართავენ. წინა 91 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 53 მოიგო, “ოსასუნამ” 19, ხოლო 19 ფრედ დასრულდა. “კამპ ნოუზე” მასპინძელთა შედეგი ასეთია: 35 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება. საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან “ბარსამ” 8 მოიგო, მათგან უკანასკნელი 6 ოთხი ან მეტი ბურთის სხვაობით.
ბოლო 3 მატჩიდან ორი “ბარსამ” მშრალად მოიგო, ერთი კი, მიმდინარე სეზონში, 2-2 დასრულდა.
უკანასკნელი 11 დაპირისპირებიდან “ოსასუნამ” მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც “კამპ ნოუზე”, 2020 წლის ივლისში.
არბიტრი
შეხვედრას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.
ბენგოეჩეა 35 წლისაა. ის 2009 წლიდან მსაჯობს, 2011 წელს ლა ლიგა 2-ში, 2015 წელს კი ლა ლიგაში დაწინაურდა. 2018 წლიდან ის FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა მატჩში საშუალოდ 25.9 ჯარიმასა და 0.26 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.75 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს უჩვენებს. ლა ლიგის მსაჯებს შორის ის თამაშში საშუალოდ ნაჩვენები ყვითელი ბარათებით მე-13, ხოლო წითელი ბარათებით მე-19 ადგილზეა.
“ბარსელონას” შეხვედრის მთავარი მსაჯი ბენგოეჩეა 20-ჯერ ყოფილა. კატალონიელებმა 15 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ამ არბიტრის კარიერაში მოგების ყველაზე მაღალი, 75%-იანი მაჩვენებელი სწორედ “ბარსას” აქვს. ამ 20 შეხვედრაში ბენგოეჩეამ 6 წითელი ბარათი აჩვენა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო “ბარსას” საწინააღმდეგოდ, ხოლო 6 თერთმეტმეტრიანიდან ყველა “ბლაუგრანას” სასარგებლოდ დაინიშნა.
“ოსასუნას” შედეგი, რა თქმა უნდა, უფრო მოკრძალებულია. 10 თამაშში პამპლონელებს 3 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. 2-2 წითელი ბარათი და თერთმეტმეტრიანი “ოსასუნასა” და მის მეტოქეებზე თანაბრად მოდის.
სტატისტიკა
- ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან ექვსში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებაში “ბარსელონას” გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
- “ბარსელონას 9 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ლა ლიგაში – 11 მატჩიანი;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ოსასუნას” ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ოსასუნას” ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ოსასუნას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ოსასუნას” ბოლო 10 თამაშში გოლი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, გავი
ოსასუნა (5-3-2): ერერა, ვიდალი, არიდანე, დ. გარსია, კრუსი, მანუ, მარტინესი, ტორო, მონკაიოლა, კ. გარსია, რ. გარსია
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
ოსასუნა (5-3-2): ერერა, ვიდალი, უ. გარსია, დ. გარსია, კრუსი, სანჩესი, მარტინესი, ტორო, მონკაიოლა, რ. გარსია, კ. გარსია
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი
ოსასუნა (5-4-1): ერერა, ვიდალი, უ. გარსია, დ. გარსია, კრუსი, სანჩესი, მარტინესი, ტორო, მონკაიოლა, რ. გარსია, კ. გარსია
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტორესი, ობამეიანგი, დემბელე
ოსასუნა (4-1-4-1): ერერა, ვიდალი, დ. გარსია, კრუსი, სანჩესი, ტორო, ბარხა, დარკო, მონკაიოლა, რ. გარსია, ბუდიმირი
პროგნოზი
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 3-1
- Squawka: 2-0
ტრანსლაცია
თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
აგრეთვე აზერბაიჯანული SBS sport-ი. ყველას ვისაც იდმანი აქვთ ესეც ექნებათ.
დე იონგი-ბუსკეცი-პედრი
ალბა-გარსია-არაუხო-ალვეში
ტერ შტეგენი
მოიცა ძმა რა არაუხო, ყვითელი რომ აიღოს მერე რეალთან ლენგლე უნდა დადგეს? ან ამ პედრის დასვენება არ უნდა?
Ხასიათისთვის მნიშვნელოვანია 2-3 ბურთის სხვაობით მოგება.