ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), დესტი (99%), არაუხო (99%) და ალბა (99%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 60% ფერან ტორესმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “გალათასარაისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




იქნებ ეხლა მაინც გამოვიღვიძოთ და ყველა თამაშში 4 ბურთზე არ ვიოცნებოთ.
4:1 მგონია, ან 4:0 საბოლოო ანგარიში
ეს თამაშია კამპ ნოუზე
არ ღირს გარისკვა.. ჯერ მოვუგოტ ჯობია და მერე თუ რამეა ნოუ კამპზე დავასვენოთ ხალხი
ეს არის საუკეთესო შემადგენლობა იდეაში მაგრამ ამას არ დააყენებს ჩავი, დაასვენებს ბევრ ფეხბურთელს 😬