TV3-ის ცნობით, “ბარსელონა” შემოსავლის გაზრდის მიზნით სამ სხვადასხვა ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე მუშაობს, რაც, შესაძლოა, ჯამში 850 მილიონი ევროს ინვესტიციაში გადაითარგმნოს.
CVC-ის შეთანხმება
“ბარსა” CVC-სთან შეთანხმებაზე კვლავ მუშაობს და ცდილობს, თანხა არა სესხის, არამედ ინვესტიციის სახით მიიღოს. ამასთან, კატალონიური კლუბი კიდევ ორი პირობის შეცვლას ითხოვს: შეთანხმებამ “ბარსას” სუპერ ლიგაში გაწევრიანებას ხელი არ უნდა შეუშალოს და სატელევიზიო უფლებების 10%-ის გადაცემის ხანგრძლივობა 50 წელზე ნაკლები უნდა იყოს.
“ბლაუგრანა” შეთანხმებიდან 300 მილიონის მიღებას ელის, რაც სახელფასო ლიმიტის 75 მილიონით გაზრდის საშუალებას მისცემს.
კატალონიელები მოლაპარაკებებს სხვა საინვესტიციო ფონდთანაც აწარმოებს, რომელიც CVC-სთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, დაახლოებით იმავე ან უფრო დიდი ოდენობის თანხის ინვესტიციას უზრუნველყოფს.
Barca Stuidos-ს წილის გაყიდვა
“ბარსელონას” Barca Studios-ის წილის გაყიდვის თაობაზე ორი შემოთავაზება აქვს. ერთ-ერთი მათგანი 49%-იანი წილის სანაცვლოდ 350 მილიონის გადახდას ითვალისწინებს. “ბარსა” წინააღმდეგი არ იქნება, იპოვოს მყიდველი, რომელიც კლუბს Barca Stuidos-ის 51%-იანი წილის შენარჩუნებისა და მომავალში გამოსყიდვის საშუალებას მისცემს.
Spotify
Spotify-სთან შეთანხმება, რომელიც მარტის ბოლოს უნდა დადასტურდეს, “ბარსელონას” 225 მილიონს მოუტანს. ქალთა და მამაკაცთა პირველი გუნდებისა და მამაკაცთა სავარჯიშო მაისურის სპონსორობის სანაცვლოდ კლუბი წელიწადში 65 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმებაში “კამპ ნოუს” სახელის უფლების გაყიდვაც იგულისხმება, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს.
ამ შეთანხმებებიდან მიღებული თანხა “ბარსელონას” საშუალებას მისცემს, დაგეგმილი ბიუჯეტი შეასრულოს, სახელფასო ლიმიტი გაზარდოს და გუნდი გააძლიეროს, მათ შორის, ერლინგ ჰოლანდი დაიმატოს, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით, 250 მილიონი დაჯდება.




გუშინწინ არ იწერებოდა 650 უნდა გამოიმუშავოსო ლაპორტამ. ეხლა ასე უცებ მადა რამ გაუზარდა ან ახალი რა მოიფიქრა ისევ ის პუნქტებია რაზეც მანამდე ილაპარაკა.
რა იყო ეშმაკს მიჰყიდა სული თუ რაამბავია :დ
Ugrmesi madloba gaixare
არაფრის
ჰალანდი არა და სხვა რამეში გამოიყენონ ეგ ფული
ვინმეს შეულია ამიხსნას,რას გულისხმობს ბარსა სტუდიოს წილის გაყიდვა?!რას ვკარგავთ ამით?
nikusha,
Ugrmesi madloba gaixare
http://goooool.org/online/33655852__.html
Megobrebo psg realis linki daweret ra please ))