workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიკო გონსალესი დიკსვალიფიცირებულია, რონალდ არაუხო – ელ კლასიკოს გამოტოვების ზღვარზე

ნიკო გონსალესი დიკსვალიფიცირებულია, რონალდ არაუხო – ელ კლასიკოს გამოტოვების ზღვარზე

“ელჩესთან” მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” ფეხბურთელები ყვითელო ბარათებით დაიტვირთნენ, რაც კარგი ამბავი არაა. 

6 გაფრთხილებულს შორის ნიკო გონსალესი და რონალდ არაუხოც არიან, რომელთათვისაც ამ ფერის ბარათები მიმდინარე სეზონში, შესაბამისად, მე-5 და მე-4 იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ესპანელი მომდევნო ტურის თამაშს “ოსასუნას” წინააღმდეგ გამოტოვებს, ურუგვაელი კი ამ შეხვედრაში “ელ კლასიკოს” გამოტოვების საფრთხის ქვეშ იქნება – 29-ე ტურში “ბარსა” სწორედ “რეალს” ესტუმრება. 

ნიკო გონსალესი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელია და მისი არყოფნა “ოსასუნასთან” გუნდს დიდად არ შეეტყობა; ხოლო რაც შეეხება არაუხოს, სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში 22 წლის უკანახაზელის თამაში გადამწყვეტი იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, ჩავიმ “ოსასუნასთან” შეხვედრსში როტაციას მიამრთოს და ურუგვაელი დაასვენოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 07 მარ 2022, 14:33

    დიდი პროფესორობა არ უნდა იმას თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩავი. არაუხოს ნამდვილად დასვავს სათადარიგოზე, ვინც უკეთესი იქნება იმ მომენტში(ჩავის ეგ არ ეშლება) გარსია იქნება თუ ლენგლე იმას ათამაშებს. ოსასუნასთან სახლში თამაშისაც თუ გვეშინია და აღარ ყოფილა საშველი.

  • shu1987
    schedule 07 მარ 2022, 10:36

    არაუხომ ყვითელი კი აიკიდა მაგრამ ეგ რომ არა გოლი გავიდოდა სავარაუდოდ, ნიკოზე რომ არ მიეცა შეიძლებოდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 მარ 2022, 10:08

    ოსასუნასთან პიკე და გარსია დადგნენ, არ არის პრობლემა,მე თუ მკითხავთ ფრენკიმაც უნდა დაისვენოს და ფერანმაც, დეპაი ძირითადში მოსინჯოს ჩავიმ, მაინტერესებს როგორი იქნება ლომი😋

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2022, 06:19

    ოსასუნასთან არაუხო სკამზე უნდა იჯდეს ულაპარაკოდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 მარ 2022, 03:00

    მემგონი ჰობია ოსასუნასთან დაისვენოს და რეალთან ითამაშოს თორემ ჯერ ერთი კლასიკო თავიდან გამოტოვა და მეორეზე ხელმოტეხილი დარბოდა, ახლა კი ჩვეულ კარგ ფორმაშია და ძაან დაგვჭირდება, არაუშავს ერთი თამაშით ლენგლე იყოს, ან გარსია, მინგეზაც ვარიანტია

  • Albicelecte
    schedule 07 მარ 2022, 02:52

    ანუ თუკი არაუხო დაასვენა, წესით არაფერი არ უნდა დაშავდეს;
    გარსიამ ისეთი ქნა წინაზე, რომ ეტყობა ჯერ კიდევ გახეცხლებულია ჩაცვი და არ გაუარა ბრაზმა;
    ლენგლეს კი ვაგინებ, მაგრამ ისევ ლენგლეს დაყენება შეიძლება, მაგრამ ლენგლე პიკესთან ერთად არის საშინელება;
    ცალ-ცალკე არა უშავთ, მაგრამ ეს წყვილი არის…ოოოოოოოო

  • levanoza
    schedule 07 მარ 2022, 02:33

    მესამეზეც გადავედით, თან ნაკლები თამაშით. წინ ბარსა, უკან რეალი!

  • Don_Andresito
    schedule 07 მარ 2022, 02:16

    გარსია პიკე კაია მარა ლენგლეს მივცეთ დრო. ყველა აათამაშა ჩავიმ და იქნებ კიდევ ერთი მკვდარი გავაცოცხლოთ. თუ გაყიდვაა და უთამაშებელ ლენგლეში 10 მილიონს არავინ მოგვცემს. ისე კი 25 ად შეიძლება გაიყიდოს

  • Andria
    schedule 07 მარ 2022, 01:41

    გარსია პიკე ათამაშოს კაცო , არაუხო რო გამოგვაკლდეს ძალიან არ გვინდა თან ოსასუნაა სახლში ვთამაშობთ და იყოს გარსია პიკე

  • La Pulga10
    schedule 07 მარ 2022, 01:40

    ნიჩივო ოსასუნასთან დაისვენებს არაუხო.ვაფშეტა ოსასუნასთან სხვებმაც უნდა დაისვენონ,რომ მადრიდს მზად დავხვდეთ.

  • serafime
    schedule 07 მარ 2022, 01:27

    Ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს მაშინ არაუხომ, მაგრამ ისეთი მხეცია ეგ არგამოუვა ამიტომ, ლენგლე როათამაშოს ერთი თამაში არუჭირს არაფერი ეგეთი დებილიც არაა რამეს იზამს.