ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%) და არაუხო (97%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 62% ფრენკი დე იონგმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ელჩესთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ჩავის მე პირადად სრულად ვენდობი, დაამტკიცა კაცმა რო ტვინი უმუშავებს და კუმანივით სლე არ არის.
ნეტა ეგ თერთმეტეული დააყენოს