workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომან აბრამოვიჩს ჩელსიში მესის მიყვანა სურდა | ფაბრიციო რომანო

რომან აბრამოვიჩს ჩელსიში მესის მიყვანა სურდა | ფაბრიციო რომანო

რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე დღის წინ “ჩელსი” გაყიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანომ YouTube-ის საკუთარ არხზე აბრამოვიჩის ხუთი ჩავარდნილი ტრანსფერი გაიხსენა. სიაში “ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი, ლიონელ მესიც მოხვდა.

აბრამოვიჩი არგენტინელის შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული და ცდილობდა, იგი “ჩელსის” ახალ სახედ ექცია, თუმცა ტრანსფერი ჩავარდა. ლონდონური კლუბის წარმომადგენლები მესის გარემოცვას და ლეოსთან დაახლოებულ იურისტებს უკავშირდებოდნენ და მის დარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა “ლა პულგას” შეძენასთან ახლოს არ მისულან. 

მესიმ “ბარსელონაში” დარჩენა და კატალონიური თავგადასავლის გაგრძელება საკუთარ ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. მისთვის “ბლაუგრანა” რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენდა და ლონდონში გადაბარგებაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

რომანოს თქმით, “ჩელსი” 2011 წელს ნეიმარის დამატებასაც ცდილობა, თუმცა “სანტოსმა” მაშინ ბრაზილიელის გაშვებაზე უარი განაცხადა და ჟუნიორი 2013 წლამდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, ნეიმარმა “ბარსელონა” აირჩია, თუმცა “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის შანსი რეალური იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 06 მარ 2022, 16:55

    მიკვირს პუტინს რო არ სთხოვა და ესპანეთს ომი არ გამოუცხადეს ლეოს წასართმევად. იმ ჭკუანაკლებებისგან აღარაფერი მიკვირს. ეხლა რო ამბობენ უკრაინას ვათავისუფლებთ ამერიკის კლანჭებისგანო. და ვიდეოებს ვუყურებთ ისევ რუსების მაროდიორობაზე. ეს ლოგინები და საბნების მოპარვა რა მუღამია ამისთანა რო ვერ გადაეჩვიენ.

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2022, 23:55

    ნეტა გადასულიყო

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 მარ 2022, 22:07

    პსჟ ში გადასვლას ჩელსიში გადასულიყო მერჩივნა, თან ჩემი და არის ჩელსის ფანი და გაუსწორდებოდა😆,მესისთვის სიტი იყო ყველაზე კარგი ვარიანტი მაგრამ პეპმა გრილიში არჩია, გრილიში რომელიც საშინლად თამაშობს ახლა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 05 მარ 2022, 21:36

    ჩელსი არ მევასება და კიდევ კარგი არ გადავიდა