Footy Headlines-ის ინფორმაციით, სპორტული ტანსაცმლისა და სხვადასხვა ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის ქვებრენდმა, Air Jordan-მა, შესაძლოა, “ბარსელონასთან” ითანამშრომლოს.
Air Jordan საფეხბურთო კლუბებიდან ექსკლუზიურად მხოლოდ “პარი სენ-ჟერმენთან” თანამშრომლობს, თუმცა მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბებთან პარტნიორობის უფლებაც მიეცემა.
Nike-ის უმსხვილესი წარმომადგენლები “ბარსელონა”, პსჟ, “ატლეტიკო”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “ინტერი”, “ტოტენჰემი”, “ზალცბურგი” და “გალათასარაი” არიან და Air Jordan-ის თანამშრომლობაც სწორედ მათთან განიხილება.
მაისურებზე Jumpman-ის ლოგოს დატანა მარკეტინგული თვალსაზრისით ნებისმიერი კლუბისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ Air Jordan იფიქრებს იმაზე, თუ როგორ აისახება საკუთარ იმიჯზე ესა თუ ის პარტნიორობა.
“ბარსელონა” მესის გაშვების შემდეგ რთულ პერიოდს გადის, რასაც ფინანსური კრიზისიც ემატება. ეს ყველაფერი პოტენციური თანამშრომლობის განხილვისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.




ნელ-ნელა იწყებენ სპონსორები გამოჩენას
იასნია, მესი რო იყოს გუნდში ამ სპონსორების ნაკლებობა არ იქნება.