“ბარსელონას” მესამე კაპიტანი, სერჟი რობერტო, დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელისთვის “ბლაუგრანაში” დარჩენა რთული იქნება. ჩავი ერნანდესს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ხელმძღვანელობა საპირისპირო აზრზეა. რობერტოს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები არ განახლებულა. სავარაუდოდ, 30 წლის ფეხბურთელი კლუბს უფასოდ დატოვებს.
“ბარსელონა” ზაფხულში დაცვის ხაზის გადახალისებას აპირებს. კლუბი 4 უკანახაზელის დამატებაზე მუშაობს, რობერტოსთან ერთად კი სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლესა და ოსკარ მინგესას გაშვებას გეგმავს.




წადი შვილო წადი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. აგერ ალვესმა 40-ს მიუკაკუნა და კიდევ გჯობია. შენც იპოვი შენს გუნდს. რეალის გარდა ამაზე უარს არავინ იტყვის ლა ლიგაში. ისიც იმიტომ რო პერესი პრინციპულად არ ყიდულობს 30 წელს გადაცილებულებს, და არც მუქთად არ წაიყვანს თუ მაინც და მაინც აუტჩიკად არ უნდა.
ამის წასვლა 1%-დაც არ დააზარალებს ბარსას.
აქამდე რატო გააჩერეს ეს პრახადნოი დვორი ძაან მაინტერესებს
ამდენი ხანი რატომ გვყავს მე ეგ ვერ გავიგე
ხელფასი მაინც გამონთავისუფლდება
სიმართლე რომ ვთქვა ამისი გუნდში არყოფნა საერთოდ არანაირ განსხვავებას მ0გვცემს, უვარგისია