ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 98%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), პიკე (97%), არაუხო (98%) და ობამეიანგი (98%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 45% უსმან დემბელემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ბილბაოსთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 4-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.
3-0 არ გვინდა 1-0 მოვიგოთ. ბაიერნი გველოდება იმას მოვუგოთ 3-0.
ფაქტიურად გამოიცანი ძმაო ანგარიში. 3-ეც და მე-4-ც დამატებულ 3 წუთში გავიდა და მეოთხე საერთოდ 2 წამით ადრე მსაჯის საფინალო სასტვენამდე.
რაკეტა,რომ დონეა ლაპარაკი არ უნდა😁😁
ისე წინა მატჩებში სულ წერდა ხალხი,რომ 2-1 მოვიგებდით, უბრალოდ იმიტომ,რომ იმედი გვქონდა მოგების,თორემ ამისიც არ გვჯეროდა, ახლა კი ბოლო თამაშებიდან გამომდინარე ხალხმა 4-1 დაწერა ანგარიში, კი სისულელეა,მაგრამ ხალხს,რომ იმედი დაუბრუნა ჩავიმ ეგაა კარგი😁❤️
ბეტისი აგებს და გოლების ვინ გაიტანა არ იკითხავთ? რაკიტიჩმა და მუნირმა
ატლეტიკი მებრძოლი გუნდია, არამგონია ამათ 4 ბურთი გაუშვან ორს ან სამს გავიტანთ, მაგრამ მთავარია ჩვენც არგავუშვათ და შეცდომები მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი (2-0) მგონია წარმატებები ბარსას
ფატიზე რა ისმის ახალი და კარვი🙃
ზუსტად ეს მეყენა მეც და ვნახოთ თუ დაემთხვევა ჩავის არჩეულ თერთმეტეულს