ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 95%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), დესტი (95%), პიკე (97%), არაუხო (99%), ალბა (99%) და ობამეიანგი (97%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 64% ფრენკი დე იონგმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ნაპოლისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




დემბელე ზედმეტია ვფიქრობდი და თვითონაც ამყვა, მაისური გასახდელში დარჩა არ უნდოდა ეტყობა თამაში.
ტორესი მაინც ძირითადში იქნება
არა მგონია ორი ვინგერით ითამაშოს მაინც მგონია რომ გავის დააყენებს ობამეიანგთან და დემბელესთან ერთად დანარჩენი ყველამ ვიცით
ზუსტად ასე დავაყენე,იმედია ტორესი შეცვლაზე შემოვა 😉❤️
ტორესს ყოველ შემთხვევაში დააყენებს სასტარტოში. არვიცით რატო მარა დააყენებს :დდ
კიდევ კაი ჩვენ მაინც არ ვაყენებთ ტორესს ძირითადში :დ
სასტარტოში ჯერ ფერანმა დაიწყოს ჯობია და მეორე ტაიმში შემოვიდეს კუნთა