workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პარასკევს ერლინგ ჰოლანდი მინო რაიოლას შეხვდება | Ser

პარასკევს ერლინგ ჰოლანდი მინო რაიოლას შეხვდება | Ser

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი საკუთარი მომავალის განსახილველად მინო რაიოლასთან შეხვედრას გეგმავს. 

Cadena Ser-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანული გრანდი ევროპა ლიგის მერვედფინალში ვერ გავა, ნორვეგიელი პარასკევს საკუთარ აგენტთან ერთად შემოთავაზებებს განიხილავს. მას მაგიდაზე ხუთი წინადადება აქვს: “ბარსელონასგან”, “რეალისგან”, “მანჩესტერ სიტისგან”, “ბაიერნისა” და პსჟ-სგან. ამასთან, “ბორუსიას” შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. წყაროს თანახმად, ეს შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

Ser “ბარსელონას” ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტებს შორის არ ასახელებს, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ზაფხულში ნორვეგიელის გადასაბირებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Zura Gviniashvili
    schedule 24 თებ 2022, 15:10

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    აუ ძაან ვნერვიულობ რაა,რომ ვერ გაამართლოს ხო დაგვერხევა….


    უდიდეს ფორვარდს დავკარგავთ მაგრამ დარხევიტ არ დაგვერხევა თუ მარჯვენა მარცხენა ფლანგის მცველებს და ორ კარგ ცენტრ მცველს დავითრევთ.

  • nika 54
    schedule 24 თებ 2022, 14:44

    ციტატა: Jeff el
    მგონია რომ ტყუილი დროის ხარჯვაა ასეთ სუსტ ბარსაში რატო უნდა მოვიდეს? ეხხ მბაპეს მამას რა ვუთხარი შეეყვარებინა ბარსელონა და ხო მოვიდოდა


    მბაპეს მამა ბარსელონას ფანია, მაგრამ შვილს არჩევანს ვერ დავუშლიო.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 24 თებ 2022, 12:08

    აუ ძაან ვნერვიულობ რაა,რომ ვერ გაამართლოს ხო დაგვერხევა….

  • რივალდო-მესი
    schedule 23 თებ 2022, 22:30

    ციტატა: rivaldo80
    რაიოლას და მის გოშიებს ტიტულები და კლუბი არ აინტერესებთ მთავარია ხელფასი დაბონუსები სხვა კიდიათ.ჯერ ამიტომ მგონია ზღაპარი ამ კენტავრის მოსვლა ბარსაში.აი დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი სადაც რამე ბარიერს შეჩეხება იქ დაყვინთავს მისი კარიერა თუ გულით არ მიიღებ გადაწყვეტილებას კაცი შენი კარიერა 99% ვერ აეწყობა.


    შენ თუ ამას კენტავრა ეძახი საინტერესოა ვინ გიტჩევნია ამას როგორც ფინიშერი დღევანდელ ფეზბურთში?

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2022, 21:52

    მოათრიეთ აქ.ალტერნატივებიდან ისაკი მომწონს ყველაზე მეტად.

  • rivaldo80
    schedule 23 თებ 2022, 21:27

    რაიოლას და მის გოშიებს ტიტულები და კლუბი არ აინტერესებთ მთავარია ხელფასი დაბონუსები სხვა კიდიათ.ჯერ ამიტომ მგონია ზღაპარი ამ კენტავრის მოსვლა ბარსაში.აი დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი სადაც რამე ბარიერს შეჩეხება იქ დაყვინთავს მისი კარიერა თუ გულით არ მიიღებ გადაწყვეტილებას კაცი შენი კარიერა 99% ვერ აეწყობა.

  • shu1987
    schedule 23 თებ 2022, 21:10

    აქ უკვე დიდი ფულის სუნი ტრიალებს, ისე სიმართლე თუ გვინდა ყველა იმიტო იხნავს ტავ.რაკს რო ფული იშოვონ თან რაც შეიძლება მეტი, ტიტულები მეორე ხარისხოვანი ხდება თანდათან და ისეთ გუნდში თუ გადავა სადაც ფულთან ერთად ტიტულებიც ექნება უარს რატო იტყვის ??? ბარსა შემდეგ სეზონში სერიოზული ძალა იქნება ჰალანდით თუ მის გარეშე ჩავი სერიოზულ სამუშაოს ეწევა და ზაფხული იქნება გარდამტეხი… რომ ამბობთ ჰალანდს მბაპესთან ერთად რატო ენდომებაო ზუსტადაც რომ ენდომება და ერთად უფრო მეტს გააკეთებენ ვიდრე ცალცალკე მითუმეტეს ერთი პოზიციის არ არიან, თუ ბარსას აირჩევს წლები უმაღლეს მწვერვალზე იქნება თუ არა ჩემი აზრით ბევრს მიქარავს თუმცა ფულს იშოვის..

  • Jeff el
    schedule 23 თებ 2022, 20:59

    მგონია რომ ტყუილი დროის ხარჯვაა ასეთ სუსტ ბარსაში რატო უნდა მოვიდეს? ეხხ მბაპეს მამას რა ვუთხარი შეეყვარებინა ბარსელონა და ხო მოვიდოდა